თურქული პრესა 09.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

376755
თურქული პრესა 09.09.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც კვირადღეს დაღლიჯაში 16 ჯარისკაცის ნაღმზე აფეთქების შედეგად დაღუპვის შემდეგ, მათმა ცოცხლად გადარჩენილმა თანამომსახურე სპეცრაზმელებმა შურისძიების მიზნით ნამდვილი ნადირობა დაიწყეს ქურთ ტერორისტებზე. 17 კაციანმა სპეცრაზმელთა ჯგუფმა ვერტმფრენიდან გადმოხტომის შემდეგ ყველანაირი კავშირები შეწყვიტა უფროსებთან, რათა მათ უკან დაბრუნების ბრძანება არ მიეცათ და ნადირობა დაიწყეს მთებში დამალულ სეპარატისტებზე. დაღამებამდე სდიეს მათ ტერორისტებს და 73 მათგანს გაუკეთეს რა ლიკვიდირება, 25 კი ტყვედ იგდეს და ასე დაბრუნდნენ ნაწილში, წერს სტარი


იენი შაფაკი იუწყება, რომ პკკ-ას თავდასხმებმა თურქეთის მასშტაბით პროტესტების ახალი და მძლავრი ტალღები ააგორა, რომლებზეც გმობენ ტერორისტებს და მათ მუხანათურ თავდასხმებს, ხოლო მეორეს მხრივ სამხედრო წვევამდელ პუნქტებს აწყდებიან ათასობით ადამიანები, რომლებიც სასწრაფოდ ჯარში გაწვევას ან მოხალისეთა ჯგუფებში ჩაწერას ითხოვენ. ამავე სტატიით, მართალია ხელისუფლებამ ოფიციალურად გლოვის დღეები არ გამოაცხადა, მაგრამ, მიუხედავად ამისა დიდ ქალაქებში და კურორტებზე მოქმედ გასართობ ობიექტებს თვით პატრონები კეტავენ და ასე უერთდებიან საერთო ეროვნულ გლოვას


ჰაბერთურქის კორესპონდენტი დუბაიდან იტყობინება, რომ ეს ქალაქი მეთოთხმეტედ მასპინძლობს “Cityscape Global 2015“ სახელწოდების სამშენებლო გამოფენას, რომელშიც მონაწილეობას იღებს 61 თურქული კომპანია, როცა გასულ წელს მხოლოდ 31 ფირმა მონაწილეობდა. სულ კი ამ გამოფენაში მსოფლიოს 30 ქვეყნიდან 300-მდე სამშენებლო და მოიჯარე კომპანიას აქვს გამოფენილი სამშენებლო მასალები და პროდუქცია, აღნიშნავს ჰაბერთურქის კორესპონდენტი


ვათანი ეკონომიკის გვერდზე იუწყება, რომ წელს 21 ოქტომბერს დაიწყება და 23 ოქტომბერს დასრულდება სტამბოლის “Health Expo“ სახელწოდების გამოფენა, რომელშიც 51 ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები