თურქული პრესა -06.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

342976
თურქული პრესა -06.09.2015

თურქული პრესა -06.09.2015
G20-ების სამიტზე მოხსენებით გამოსულმა პრემიერმა აჰმედ დაუთოღლიმ აღნიშნა, რომ თურქეთის თანა თავჯდომარეობით G20-ების გლობალური ეკონომიკის დაგეგმირებაში მონაწილეობას მიიღებენ დაბალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებიც. განვითარებად ქვეყნებში პრიორიტეტი მიეცემა ახალგაზრდების დასაქმებას. საჭიროდ მიიჩნია გლობალური ზრდიდან ყველასათვის თანაბარი წილის მიცემა.
გაზეთი „სტარ“-ი წერს, რომ მაშინ, როცა ტერ-ორგანიზაცია PKK აქამდე ატყუებდა და ამშვიდებდა ხალხს თითქოსდა მათ უფლებებს იცავდა, როცა მიხვდნენ ტერორისტების ხრიკებს, ამხედრდა რეგიონის ხალხი. პანიკაში ჩავარდნილმა ტერ-ორგანიზაციამ ახლა პირი ხალხისკენ იბრუნა. გასცა განკარგულება გააჩუმონ ისინი, საჭიროების შემთხვევაში არც კი დაინდონ. რეგიონის წარმომადგენელმა 120-ი აშირეთის ხელმძღვანელმა მოუწოდა ტერორისტებს დატოვონ რეგიონი.
გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ სტამბოლშია 3D-ს პრინტერების ტექნოლოგია. საავტომობილო სექტორი ახალი მოდელების პრინტერების პროტოტიპებს ამზადებს უფრო იაფ ფასებში და ხარისხიანად. 3D პრინტერების ტექნოლოგია 10 სექტემბერს, ხუთშაბათს, გამოფენილ იქნება სტამბოლში Tüyap-ში.
გაზეთი „ჰაბერ თურქ“-ის ცნობით სტამბოლის ქუჩებში თანდათან იზრდება ერთ ბორბლიან “solowheel“-დ წოდებულ ველოსიპედებით მოსიარულეთა რიცხვი. ველოსიპედი არის 11 კგ. წონის, შეუძლია 130 კგ. წონის ზიდვა. იგი დიდად ეხმარება ფეხით მოსიარულეებს. მუშაობს ელექტრონული ბატარეით.
გაზეთი „ვათან“-ი კი იუწყება, რომ ახალგაზრდა მეწარმეთა სამიტი 7-9 სექტემბერს დაიწყება სტამბოლის კონგრესის ცენტრში. თავს მოუყრის სამეწარმეო სამუშაოებისთვის ხელმძღვანელობის გამწევ პირებს, რომლებიც თავიანთ მოხსენებებში გზას უჩვენებენ ახალგაზრდებს.
„მილლიეთ“-ი წერს, რომ სტამბოლის ისტორიული გარიბალდის შენობის რესტავრაცია, რომელიც კარგა ხანია გრძელდებოდა, დასრულდა. ნაპოვნი იქნა ბიზანტიის -დროინდელი მრავალი ექსპონატი და მონეტა.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები