თურქული პრესა 04.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

342534
თურქული პრესა 04.09.2015

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ ”იენი შაფაქ”-ით რომელშიც ვკითხულობთ: სირიელი ლტოლვილები, რომლებიც გასაბერი ნავებით ბოდრუმიდან ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ, ეს ნავი ჩაეძირათ, რის შედეგად ერთ-ერთ სირიის მოქალაქეს, აბდულლაჰ კურდს ორი შვილი და მეუღლე დაეღუპა. კურდს ადრე კანადის მთავრობისათვის თავშესაფრის თხოვნა ჰქონდა წაყენებული, მაგრამ კანადის მთავრობამ მას უარი უთხრა. ახლა კი, ამ ტრაგიკული ამბავის შემდეგ, კანადის მთავრობამ მას თავშესაფრის მიცემა შესთავაზა, თუმცა ამჯერად კურდიმ აღარ ისურვა კანადაში წასვლა. მისი სურვილი ახლა მხოლოდ ცხედრების სირიაში გადასვენება და ცხოვრების იქ გაგრძელებაა, წერს იენი შაფაქი.

”სტარი” იტყობინება, რომ თურქეთის ადგილობრივი წარმოების ავტომობილის პროექტი დასასრულს უახლოვდება. მთლიანად სამამულე წარმოების ავტომობილების პროტოტიპების წარმოება უკვე დაწყებულია. მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრმა ფიქრი იშიქმა ადგილობრივი წარმოების ავტომობილების პროტოტიპების მონტაჟის პროცესი დაათვალიერა. მინისტრმა ამის შემდეგ განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნა, რომ თურქეთის მიერ ადგილობრივი ავტომობილის წარმოების კვალდაკვალ, სამომავლოდ ეს ქვეყანა ტექნოლოგიის წარმოების ცენტრად გადაიქცევა.

”ჰურრიეთ” იუწყება, რომ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრის რყევები მიმდინარეობს რა, ამ რყევების დარეგულირებას თურქი გაუძღვება. ასე რომ, საერთაშორისო ენეგრეტიკის სააგენტო IEA-ს სათავეში ცნობილი თურქი ეკონომისტი ფათიჰ ბიროლი 1 სექტემბრიდან ოფიციალურად ჩაუდგა.

”ჰაბერთურქი” იტყობინება, რომ BBC-იმ თავისი ინტერნეტ საიტის მეშვეობით მომხმარებელს მსოფლიოში ნაკლებად ცნობილი ანტიკური ქალაქები გააცნო. ამათგან ერთ-ერთი, თურქეთის კაბადოკიის რეგიონში მდებარე დერინქულის კლდეში გამოკვეთილი მაღარო ქალაქია, რომლის მშენებლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 მე-7 საუკუნეებს მიეკუთვნება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები