02.09.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

373103
02.09.2015 თურქული პრესა

02.09.2015 თურქული პრესა
თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა
მიმოხილვას გაზეთ „სტარ“-ით დავიწყებთ, რომლის ცნობითაც დაიწყო თურქეთის ექსპორტის გაუმჯობესება. უფრო მეტი ზრდაა მოსალოდნელი სექტემბერში. აგვისტოში შეიმჩნა 5 %-იანი ზრდა. ყველაზე მეტი წინსვლა მოხდა საავტომობილო სექტორში. ყველაზე მეტი ექსპორტი განხორციელდა ხუთ სახელმწიფოში გერმანიაში ინგლისში, ერაყში, აშშ-ი და საფრანგეთში.
სექტემბერში უფრო მეტი ადგილი დაეთმობა დამატებითი ღირებულების მქონე საქონელს.
გაზეთი „იენი შაფაკ“-ი წერს, რომ საერთაშორისო ალალი ტურიზმის კონფერენცია 1 დეკემბერს ჩატარდება სტამბოლში. 1,5 მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ისლამურ სამყაროში, უკანასკნელ წლებში წინა პლანზე იქნა წამოწეული ალალი ტურიზმი
ისლამური სამყაროდან შემოსული ტურისტების დასვენების და გართობის მოთხოვნებმა მოქმედებაში მოიყვანა ტურიზმი.
გლობალურ ეკონომიკაში ალალი ტურიზმის წილი გაიზარდა 14 %-ით. ამიტომაც არის, რომ დეკემბერში გათვალისწინებული კონფერენციისადმი დაინტერესება ახლავე დიდია.
გაზეთ „ვათან“-ის ცნობით, მანავგათში გათვალისწინებული მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 10-18 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, უმასპინძლებს მსოფლიოს აღიარებულ ვარსკვლავებს.
ფესტივალი დაიწყება მუსიკალური სამყაროს დედოფლის ჯასმინ ლეის კონცერტით, 17 სექტემბერს კი სცენაზე გამოვა ბალკანეთის მუსიკის ხელოვანი სანტელი.
„ჰაბერ თურქ“-ის ცნობით, იეშილქოუს 8 კვ.მ ფართობზე ცხოველთა მოყვარულებისთვის ჩატარდება ფორუმი საერთაშორისო ცხოველთა პროდუქციის მიმწოდებელთათვის. შეუერთდება 120-დე ბრენდი. ფორუმის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის ძაღლიანი სპორტული შეჯიბრებები, უნარ-ჩვევები, საერთაშორისო კატების ჯიშის პირველი კონკურსი, გალიის ჩიტების კონკურსი აკვარიუმის დეკორაციის კონკურსი და სხვ.
ფორუმი დაიწყება სამ სექტემბერს.
გაზეთი „მილლიეთ“-ი წერს, რომ ტურისტების დიდ დაინტერესებას იწვევს მუღლას ქოიჯეღიზის რაიონში არსებული სამეფოთა ისტორიული კლდოვანი სასაფლაოები, რომელსაც 2400 წლის წარსული ისტორია გააჩნია და მეტად სათუთად ხდება მათი მოვლა-პატრონობა.
ტურისტები, მაღალი რანგის პირებისთვის გაშენებულ კლდოვან სასაფლაოებში იღებენ სამახსოვრო სურათებს. სასაფლაოს დიდი ნაწილი ალექსანდრე მაკედონელის შემოსევის შედეგად დაუმთავრებელი დარჩენილა. კლდოვანი სასაფლაო წინა პლანზეა წამოწეული „ელენეს“ სტილით.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები