თურქული პრესა 01.09.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

372788
თურქული პრესა 01.09.2015


თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, სტამბოლის ფინანსური სამიტი 8 სექტემბერს დაიწყება. ორ დღიან სამიტზე ეკონომიკის გამოცოცხლების გზებსა და ამერიკის ცენტრალური ბანკის მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ მნიშვნელოვანი მინიშნებები გაკეთდება.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, წლის მეორე მეოთხედში შიდა მოთხოვნებზე დამყარებით გაძლიერებული ეკონომიკური ზრდა მესამე კვარტალშიც გრძელდება. განსაკუთრებით საავტომობილო სექტორში გაზრდილი გაყიდვების გავლენით საგარეო ვაჭრობის დეფიციტი ივლისში მარტის შემდეგ პირველად წლიურ ბაზაზე გაიზარდა.

რუსეთში გამართულ საერთაშორისო ავიაციისა და კოსმოსურ გამოფენაზე ASELSAN-მა დიდი დაინტერესება გამოიწვია - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. აქვე აღნიშნულია, რომ ASELSAN-მა, რომელიც ექსპორტს 50 ქვეყანაში ახორციელებს, გამოფენაზე რუსულ კომპანია როსობორონექსპორტთან მესამე ქვეყნებთან პროდუქციის მიყიდვის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, დუბაის თავისუფალი ზონიდან DMCC-მ და სტამბოლის ბირჟამ ორმხრივი სავაჭრო კავშირების გასაფართოებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერს ხელი. მხარეების ორმხრივი სავაჭრო კავშირების გასაფართოებლად და ბაზრის მონაწილეებისათვის დამატებითი ღირებულების წევრობის მომსახურების შექმნისათვის თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელის მოწერის ცერემონია TMCC-ს მასპინძლობით გაიმართა.

გაზეთ „ვათან“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით „თურქი პილოტის დიდი წარმატება“, რომლის თანახმადაც, აშშ-ში ნატოს საავიაციო სკოლის პილოტაჟის სტუდენტმა თურქმა საბრძოლო პილოტმა ლეიტენანტმა ბუღრა ბალდანმა სამ კატეგორიაში პირველობა მოიპოვა. თურქეთის საჰაერო ძალები 2012 წლიდან დღემდე ყოველწლიურად 6 თურქ პილოტს ლეიტენანტობის კანდიდატს ევროპა ნატოს ერთობლივი ჟეტ პილოტების ტრენინგების პროგრამის ფარგლებში აშშ-ში აგზავნის.

გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ 60-ზე მეტ ქვეყანაში ნაჩვენები „დიდებული საუკუნის“ სტამბოლში გახსნილი გამოფენა საზღვარგარეთ, კერძოდ კატარში გაიტანენ, სადაც აღნიშნული გამოფენის დათვალიერება 16 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.

და ბოლოს, გაზეთი „მილიეთი“ იუწყება, რომ ვენეციის ფილმის ფესტივალი ხვალ იწყება. წელს მასში მონაწილე 21 ფილმს შორისაა თურქი რეჟისორის ემინ ალპერის „ბლოკადა“. წლევანდელი ჟიურის წევრია ასევე თურქი რეჟისორი ნური ბილგე ჯეილანი. ნობელიანტი მწერლის ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმზე“ ინგლისური Grant Gee-ს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი „მოგონებების უმანკოება“ კი ფესტივალის ვენეციის დღეების განყოფილებაში იქნება წარმოდგენილი. სენემ თუზენის „სამშობლო“ კი საუკეთესო დებიუტანტის კატეგორიაში „მომავლის ლომისთვის“ იბრძოლებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები