თურქული პრესა 30.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

371713
თურქული პრესა 30.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ეკონომიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი ვიცეპრემიერის ჯევდეთ ილმაზის განცხადებით, თურქეთის ეკონომიკური ზრდა მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, ზოგიერთი საერთაშორისო წრე თურქეთის ხელისუფლების წინააღმდეგ განზრახ დასუსტების პოლიტიკას ეწევა და დაამატა, რომ თურქეთი ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოკრატიული კუთხით ნდობის მომცემი ქვეყანაა.

გაზეთი „მილეითი“-ს ინფორმაციით, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში თურქეთიდან 15 კულტურული ძეგლია შესული, ხოლო 60 კი დროებით სიაშია. გაზეთის მიხედვით, თურქეთის აღნიშნული 75 კულტურული ძეგლის, რომელთა შორისაცაა სელიმიეს მეჩეთი, ნემრუტ დაღი, დივრიღის ულუ ჯამი, ეფესოს ანტიკური ქალაქი და სხვა, ფოტოები და დეტალური ინფორმაციები შესულია წიგნში სახელწოდებით „თურქეთის საოცრებები“, რომელსაც მკითხველებს სექტემბერში შესთავაზებენ.

მალათიის დაბა დერენდეში მდებარე ტომას კანიონის კუდრეტის აუზის გოგირდოვანი წყლის ტემპერატურა ოთხივე სეზონზე 22 ცელსიუსია და კანის დაავადებების თაოსნობით მრავალ დაავადებას უხდება - წერს გაზეთი „ჰაბერთუქი“. აქვე აღნიშნუილია, რომ ტურისტები ამ კანიონის მიმართ დიდ დაინტერესებას იჩენენ და ამ აუზში შესვლა ღამითაც შესაძლებელია.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, სტამბოლის იუსტიციის სახლის სახურავზე ელექტრო ენერგიის წარმოების მიზნით დამონტაჟებული ქარის ტურბინის პროექტი პარიზში გასამართ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე მიიწვიეს. აღნიშნულ კონფერენციაში Airbus-სა და IBM-ს მსგავს მსოფლიოს ცნობილ მხოლოდ 28 პროექტს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ სტამბოლი ცნობილ დიზაინერს გაი მატიოლოს უმასპინძლებს და იგი 2016 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას წარმოადგენს. ცნობილი დიზაინერის განცხადებით მისი თურქეთში ჩამოსვლის მიზეზი თურქი ქალბატონები არიან, რომლებიც ძალიან ელეგანტურები არიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები