თურქული პრესა 28.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

370727
თურქული პრესა 28.08.2015

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი ”სტარი”-თ, რომელშიც ვკითხულობთ: ადანის ჩაქითის ჰიდროელექტროსადგურის შემდეგ ნორვეგიულმა ფირმამ მერე ჰესის მშენებლობაც დაასრულა. 3,5 წელიწადში აშენებული 102 მეგავატი სიმძლავრის ქარგი ქიზილირმაქის ჰესის გახსნის ცერემონიალს თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი თანერ ილდიზი და ”სტატკრაფტ”-ის CEO ქრისტიან რინინგიც დაესწრო.

გაზეთი ”მილლიეთი”-ს მიხედვით, თურქეთში იპოთეკური სესხების პროცენტი საკმაოდ გაიზარდა, რამაც მოსახლეობას ბანკებიდან კრედიტის გამოტანა გაურთულა. ამ ყველაფერმა კი ბინების გაყიდვაზეც უარყოფითად იმოქმედა, რის გამოც სამშენებლო კომპანიებმა თვითონ დასწიეს კრედიტები და სხვადასხვა კამპანიებს სთავაზობენ მომხმარებლებს.

გაზეთი ”იენი შაფაქი” წერს, რომ ირანის ელჩმა ანკარაში ალირეზა ბიქდელიმ განაცხადა, რომ ირანი და თურქეთი ევრაზიის კონტინეტზე გამაერთიანებელი ძალა შეიძლება გახდეს. ეს კი ენერგეტიკის სფეროში სანდო პარტნიორობით იქნება შესაძლებელი.

გაზეთი ”საბაჰი” იტყობინება, რომ ანტალიაში 52 წლის წინ გაყიდული კუროს გამოსახულება, რომელიც ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის (M.Ö 3000-M.Ö 1200) ვენიდან ისევ ანტალიის მუზეუმში დააბრუნეს. კულტურის და ტურიზმის მინისტრმა ომერ ჩელიქმა აღნიაშნა: ”თურქეთის კუთვნილი ისტორიული ძეგლების დაბრუნებაში კიდევ ერთ წარმატებას მივაღწიეთ, 2013 წლიდან დღემდე მთლიანობაში 116 ისტორიული ძეგლი დავაბრუნეთ ანატოლიაში”.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები