თურქული პრესა 26.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

369692
თურქული პრესა 26.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „ჰურიეთი“-თ, რომლის თანახმადაც, თურქეთში 4G-ს მაგიერ 4.5G-ს სახელწოდების სიხშირის ტენდერი ტარდება. ტენდერი, რომელიც, სავარაუდოდ, 2.7 მილიარდ ევროს მიაღწევს, 20 სხვადასხვა სიხშირის პაკეტთან ერთად მთელი დღე გაგრძელდება.

თურქეთის 9 ბანკის ერთობლიობით შექმნილი კრედიტების რეგისტრაციის ბიურომ წელს პირველად თურქი ხალხის საკრედიტო მაჩვენებელი გამოაქვეყნა - იტყობინება გაზეთი „ვათანი“, რომლის თანახმადაც, მოქალაქეების საკრედიტო ნიშანი 1.900-იდან 1.450 ანუ კარგია.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, დენიზლიში მდებარე ლაოდიკეიას ანტიკურ ქალაქში განძზე მონადირეთა მიერ ჩაფლული საგანძური 12 წლის შემდეგ იქნა აღმოჩენილი. სტატიის მიხედვით, ქალღმერთ ათენასა და ღვთაება იანუსის ქანდაკებების თავები მიწის სიღრმეში 10 მეტრზე ჩაფლული აღმოაჩინეს და სავარაუდოდ ეს ისტორიული ძეგლები განძზე მონადირეებმა იმისათვის ჩაფლეს, რათა შემდეგ ისევ ამოეღოთ.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, კატარის ყოფილი შეიხ ჰამადის სახელობის ნათარგმნ ნაწარმოებთა საერთაშორისო კონკურსი დაარსდა, რომლის ფულადი პრემიის რაოდენობა 1 მილიონი დოლარია. პირველად გასაცემი ჯილდოსათვის სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში გამოქვეყნებული თურქულიდან არაბულად ნათარგმნი ნაწარმოებები შეეჯიბრებიან ერთმანეთს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები