თურქული პრესა 25.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

340450
თურქული პრესა 25.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის თანახმადაც, სამარკო საცხოვრებელი სახლების პროექტების გავლენით ივლისში 96 ათას 589 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. გააქტიურდა უცხოელების მიერ ბინების შეძენაც. წლის დასაწყისიდან დღემდე უცხოელთა მიერ შეძენილმა ბინების რაოდენობამ 12 ათას გადააჭარბა. უძრავ ქონებას ყველაზე მეტ უპირატესობას ანტალიაში ანიჭებენ და მას მოსდევენ სტამბოლი, იალოვა და აიდინი.

გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, თურქეთში გასულ წელში სოფლის პროდუქტებიდან ყველაზე მეტი ხორბალი, პამიდორი და ყურძენი მოიყვანეს. სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სამინისტროს მონაცემებით, გასულ წელში დაახლოებით 7,9 მილიონ ჰექტარ ტერიტორიაზე 19 მილიონი ტონა ხორბალი მოიწიეს.

გაზეთ „მილიეთ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „100 კილომეტრზე ერთ ლირას წვავს“ რომლის მიხედვითაც, სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან შემდგარმა „მზის ენერგიის ნაკრებმა“, თურქეთის პირველი 4 ადგილიანი მზის ენერგიაზე მომუშავე მანქანა „არუნა“ შექმნა. „არუნა“, რომელიც კილომეტრზე მხოლოდ ერთი ყურუშის ენერგიას ხარჯავს, საათში 70 კილომეტრის სიჩქარეს ავითარებს და სახლის ტიპის წყლის მადუღარასთვის საჭირო რაოდენობის ენერგიას მოიხმარს, მომდევნო დღეებში თურქეთში მოგზაურობას დაიწყებს.

თურქეთის საიუველირო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის, ცნობილი ჰაჯი მუსტაფა კამერის, შვილიშვილებმა მუსტაფა და აითაჩ კამერებმა 1998 წელში იტალიური სახელწოდების მარკა „რობერტო ბრავო“ შექმნეს, რომლის წლიურმა ბრუნვამ 40 მილიონ დოლარს მიაღწია და ეს მარკა მოსკოვში უკვე 10 მაღაზიას ფლობს - წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

„სტარი“ იუწყება, რომ „თურქსელის კერძების გურუს“ ორ ნახევარმა მილიონმა მომხმარებელმა თურქეთის ყველაზე გემრიელი რუქა შექმნა, საიდანაც ირკვევა, რომ თევზი ყველაზე მეტად სტამბოლში უყვართ, იზმირი უარს ვერ ამბობს ზეითუნის ზეთზე დამზადებულ კერძებზე, ხოლო ცომეულის ყველაზე დიდი მომხმარებელი კი ქალაქი ბურსაა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გამართულ მუსიკალურ ფესტივალ "Young Euro Classic"-ზე საუკეთესო კომპოზიტორის ტიტული თურქმა სინემ ალთანმა მოიპოვა.

და ბოლოს, „ჰაბერ თურქი“ იუწყება, რომ გერმანიაში მცხოვრები თურქი რეჟისორის ჯემ კაიას დოკუმენტური ფილმის ' Remake, Remix, Rip-Off'-ის ჩვენება ინგლისში დაიწყება, რომელშიც მოთხრობილია 1970-80-იან წლების თურქულ კინემატოგრაფიაზე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები