თურქული პრესა 24.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

339939
თურქული პრესა 24.08.2015

მიმოხილვას ვიწყებთა გაზეთ ”იენი შაფაქი”-თ, რომელშიც ვკითხულობთ: ყურბან ბაირამის მოახლოებასთან ერთად თურქული არასამთავრობო ორგანიზაციებიც შესაბამისად ემზადებიან. ისინი წელს ყურბან ბაირამზე 3 მილიონი ადამიანისათვის ხორცის დარიგებას აპირებენ. თურქული არასამთავრობო ორგანიზაციები ამ წლის ყურბან ბაირამზეც, როგორც წინა წლებში, უპირატესობას ღარიბ ქვეყნებს მიანიჭებენ.

”საბაჰი” წერს, რომ ანატოლიაში ასობით წლის მანძილზე მომთაბარე ცხოვრებით მცხოვრები სარიქეჩილი იორუქების კულტურა თანდათან მივიწყებას ეძლევა. ისინი მომთაბარე ცხოვრებას ძალიან რთულ პირობებში ეწეოდენ, რის გამოც მათი რიცხვი თანდათან მცირდება. გარემოს დაცვის სამინისტრო ამ კულტურის შემონახვის მიზნით მათ მიერ მომთაბარეობის ცხოვრების გასაგრძელებლად სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას აპირებს.

”ჰურრიეთი”-ს მიხედვით, სტამბოლში ევროპის და აზიის კონტინენტის წყლის ქვეშიდან დამაკავშირებელი ევრაზიის გვირაბის გათხრა უკვე დასრულდა. ბოსფორის სრუტის ქვეშ გაყვანილი 3344 მეტრის სიგრძის პროექტის დასრულების შემდეგ 100 წუთიანი მონაკვეთის გავლა 15 წუთში იქნება შესაძლებელი.

მილლიეთი” იტყობინება, რომ წლიური პოტენციური ორი მილიარდი დოლარის ბრუნვის მქონე ანკარის აერონავტიკის ორგანიზებული ინდუსტრიის ზონაში ინვესტიციის ჩასადებად 104 ფირმამ განაცხადი შეიტანა რა, წინასწარი გადასახადაც უკვე განახორციელა.

”ჰაბერთურქი” წერს, რომ გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ყოველწლიური ევროპის საუკეთესო კომპოზიტორთა დაჯილდოებაზე წელს მთავარი ჯილდო სინემ ალთანს ერგო. მას ეს ჯილდო ”ჰაფრიათ”-ის სახელწოდების სიმღერის შექმნისათვის ერგო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები