თურქული პრესა 22.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

337932
თურქული პრესა 22.08.2015

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ იენი შაფაქით რომელშიც ვკითხულობთ თურქეთში განვითარებადი ბაზრების ფარგლებში ბოლო 13 თვის განმავლობაში 1,17 ტრილიონი დოლარის კაპიტალი შემოვიდა. ლონდონის CrossBorder Capital-ის დირექტორმა ჰოველმაც კი ბოლო 13 თვის განმავლობაში თურქეთში შემოსული კაპიტალით კმაყოფილება გამოთქვა და ეს ყველაფერი დადებითად შეაფასა.

ჰაბერ თურქი წერს, რომ საერთაშორისო სამშენებლო სექტორის ჟურნალ ENR-ს მიერ ყოველ წლიურად გამოქვეყნებულ სიაში მსოფლიოს საუკეთესო სამშენებლო ფირმებიდან 250 შორის თურქული ფირმები კიდევ ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა. ამ სიაში თურქეთიდან 43 ფირმა შევიდა.

საბაჰი იუწყება, რომ თურქული ფირმის მიერ მოსკოვში მშენებლობის სტადიაში მყოფი 10 ათას კაციანი ცენტრალური მეჩეთის ექსპულატაციაში გადაცემა ყურბან ბაირამამდეს იგეგმება. მეჩეთის გახსნის ცერემონიალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც დაესწრებიან.

ვათანი იტყობინება, რომ თურქეთში მიმდინარე წლის ივლისის თვეში ჩამოყალიბებული ფირმის რაოდენობამ წინა წლებთან შედარებით 8,94% გაიზარდა.

სტარი წერს, რომ ცნობილი მანკენი თულინ შაინი ლალელის მოდის სავაჭრო ფესტივალის ფარგლებში მომზადებულ 300 მეტრიან პოდიუმზე რეკორდს დაამყარებს. იგი პოდიუმზე 3600 ნაბიჯს გადადგამს და მის პოდიუმზე გამოსვლას მსოფლიო მედია გააშუქებს.

ჰურრიეთი იუწყება, რომ ბარსელონას, მანჩესტერ იუნაიტედის და ბორისია დორთმუნდის ყოფილი სპონსორი თურქეთის ავიახაზები ამჟამად იტალიის კლუბ რომას სპონსორობისთვის ემზადება. კლუბიდან გავრცელებული ინფორმაციით თურქეთის ავიახაზები სპონსორობისთვის 7 მილიონ ევროში შეთანხმდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები