თურქული პრესა 20.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

335326
თურქული პრესა 20.08.2015

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი ”იენი შაფაქი”-თ, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის სააგენტო-ს (BDDK) პრეზიდენტის მეჰმედ ალი აქბენის განცხადებით, უცხოელ ინვესტორებს თურქეთის საბანკო სისტემაში ინვესტიციების ჩადება სურთ.
”სტარი” წერს, რომ საფინანსო ინსტიტუტების ასოციაციის (FKB) პრეზიდენტის, ოსმან ზექი ოზგერის, განცხადებით, იპოთეკური სესხების შემოსავალი 2015 წლის 30 ივნისის მონაცემებით, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 26,6%-ით გაიზარდა და 88 მილიარდ 615 მილიონი ლირა შეადგინა.

”ჰაბერ თურქი” იტყობინება, რომ , Metro-ს საბითუმო ვაჭრობის ფირმამ საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოების ფარგლებში ოთხ განსხვავებულ სფეროში ხუთი ჯილდო მიიღო. Metro-ს საბითუმო ვაჭრობის ფირმის გენერალურმა დირექტორმა ქუბილაი ოზერქენმა აღებული ჯილდოების გამო კმაყოფილება გამოთქვა და დასძინა, რომ ახალი პროექტების განხორციელებას გააგრძელებენ.

”იენი შაფაქი” იუწყება, რომ თურქი რეჟისორი ქურშათ ქიზბაზი, რომელიც ავტორია ფილმებისა ”იუნუს ემრეს სიყვარულის ხმა” და ”მევლანას სიყვარულის ცეკვა”, ოსმალეთის იმპერიის ჩამოყალიბების დროინდელი მისტიკური ცხოვრების სამაგალითო პირის და სწავლულის სომუნჯუ ბაბას ცხოვრების ამსახველი ფილმის გადაღებას აპირებს.

”საბაჰ”-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”ეზელის ქარი ლათინურ ამერიკაში” და მასში ვკითხულობთ: გასულ წელს თურქული სერიალების 200 მილიონი დოლარის ექსპორტი განახორციელდა. თურქული სერიალი ”ეზელი” ლათინური ამერიკის 8 ქვეყანაში ერთდროულად უნდა გაშუქდეს. ეზელის წარმატებით როგორც ჰოლივუდი ასევე ბოლივუდიც დაინტერესდა და ბოლივუდი აღნიშნულ სერიალის ხელმეორედ გადაიღებს.

”ვათან”-ში გამოქვეყნებულია სტატია სახელწოდებით ”გერმანიის 2015 წლის საუკეთესო მწერალი თურქია” და მასში ვკითხულობთ: გერმანიაში წარმოშობით თურქი მწერალის ფერიდუნ ზაიმოღლუს მიერ გერმანულ ენაზე დაწერილი რომანი 2015 წლის საუკეთესო წიგნების სიაში მოხვდა. ოც საუკეთესო მწერლებს შორის მოხვედრილმა ზაიმოღლუმ ეს ტიტული ”Siebentürmeviertel”-ს სახელწოდების რომანით მოიპოვა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები