თურქული პრესა 19.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

333742
თურქული პრესა 19.08.2015


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ საბაჰით, რომელშიც ერდოღანის პრეზიდენტის სასახლეში თურქეთის მწერლებთან და ისტორიკოსებთან გამართულ შეხვედრაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის ახალ სასახლეში თურქეთის მწერლებს და ისტორიკოსებს უმასპინძლა რა, მათთან ერთად ქვეყანაში არსებული დღის წესრიგი შეაფასა. ერდოღანმა სტუმრებთან საუბრისას აღნიშნა რომ, რესპუბლიკურ სახალხო პარტია, CHP-ს, მთავრობის ჩამოყალიბებას არ დაავალებს და დაამატა რომ, ორ თვეში თურქეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება. გაზეთის ინფორმაციით, ერდოღანი 23 აგვისტოს სამართლიანობის და განვითარების პარტიის ლიდერ აჰმედ დავუთოღლუს დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას დაავალებს, რომელიც ქვეყანას ვადამდელ არჩევნებზე წაიყვანს.

სტარში გამოქვეყნებულია სტატია სახელწოდებით ”ექსპორტმა შვიდი თვის შემდეგ პოზიტიური შედეგი აჩვენა” და მასში ვკითხულობთ: თურქეთში ექსპორტი მიმდინარე წლის შვიდი თვის განმავლობაში ხშირად ეცემოდა, მაგრამ აგვისტოს თვიდან იგი 5% გაიზარდა. ამ თარიღის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებში 4%, ჩრდილოეთ ამერიკაში 7%, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში 16%-ით გაიზარდა.

იენი შაფაქი იტყობინება რომ, თურქეთის ეკონომიკის მინისტრის ნიჰათ ზეიბექჩის განცხადებით, დოლარის თურქულ ლირასთან ზრდა მთლიანად სპეკულაციური მოვლენაა და მისი კურსის მოძრაობით ეს სპეკულატორები მოგებას ითვალისწინებენ. მისივე აზრით საბანკო პროცენტის ზრდა თურქეთის ეკონომიკისთვის სასიკეთო ნამდვილად არ არის.

ჰაბერთურქი იუწყება რომ, თურქეთის ჯინსების ქსოვილის დამამზადებელი ექსპორტიორი ფირმა, მსოფლიო ახალგაზრდების მიერ სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის დაკვეთით ახალ დიზაინებს ამზადებენ და მის წარმოებას სთავაზობენ. ამასთან დაკავშირებით კი მათ ფირმა IBM-სთან შეთანხმებასაც მიაღწიეს. ეს ფირმა სოციალური ქსელის მეშვეობით ახალგაზრდების მიერ შეკვეთილი მოდელების დამზადებას და რეკლამირებას აპირებს.

მილლიეთი წერს რომ, თურქეთი ინდოელი ტურისტების მოსაზიდად მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, თურქეთის მოგზაურობის სააგენტო და თურქეთის ავიახაზები ამ ქვეყანაში სარეკლამო შეხვედრის ჩატარებას გეგმავენ. მათი მიზანია თურქეთის ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების გაცნობა ინდოელებისათვის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები