თურქული პრესა 17.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

330531
თურქული პრესა 17.08.2015


მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ იენი შაფაქით, რომელშიც ვკითხულობთ რომ, სტამბოლის საფონდო ბირჟის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, სადეპოზიტო ბანკების წლის პირველი ნახევრის მოგება 4,76% მატებით, 8 მილიარდ 946 მილიონ ლირამდე გაიზარდა. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით ყველაზე მეტი მოგება იშ ბანკმა მოიპოვა.

სტარი იტყობინება რომ, 2015 წელში უკვე მეხუთედ ევროპის საუკეთესო ავიახაზებად დასახელებული თურქეთის ავიახაზებმა მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მიხედვით 1 მილიარდ 35 მილიონი ლირის ოდენობის სუფთა მოგება ნახა. გავრცლებული ოფიციალური განცხადების თანახმად თურქეთის ავიახაზებმა წლის პირველ ნახევარში 10,1%-იანი ზრდა განიცადა.

მილლიეთი წერს რომ, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ლუთფი აქარის განცხადებით, მათ მიერ მომზადებული ღეროვანი უჯრედის ბანკის პროექტისათვის პირველ წელს 50 ათასი დონორისგან აპირებდენ ღეროვანი უჯრედის აღებას, მაგრამ უკვე შვიდი თვის განმავლობაში მათ 60 ათასმა დონორმა მიმართა. მისივე განცხადებით, სამი წლის განმავლობაში ამ რიცხვის 250 ათასამდე გაზრდას აპირებენ.

 ჰაბერ თურქის მიხედვით პენსიაში გასული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, როდესაც თურქეთში სახლს იყიდიან და ზამთარ, ზაფხულს თურქეთში დარჩებიან, სატრანსპორტო საშუალებებების გამოყენება გაუადვილდებათ. მაშინ, როდესაც მათ საზღვარგარეთიდან შემოყვანილი მანქანების აქამდე ერთი წლის განმავლობაში შეეძლოთ გამოყენება, ამიერიდან უკვე ორი წლის განმავლობაში შეეძლებათ.

იენი შაფაქი იტყობინება რომ, თურქეთის რელიგიური სამმართველოს ფონდის ეგიდით ერაყის ქალაქ ქერქუქში მოძრავი ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამ მოძრავ ბიბლიოთეკაში თურქულ, არაბულ და ქურთულ ენებზე დაწერილი წიგნებია მოთავსებული. ბიბლიოთეკაში განთავსებული წიგნები უმეტეს წილად დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვისაა გათვალისწინებული.

მილლიეთი წერს რომ, თურქეთში წყალქვეშა ჰოკეის 16 წლის წინ გაეცნენ და უკვე მათ მრავალი წარმატების მიღწევაც დაიწყეს. ესპანეთში 23 წლამდე წყალქვეშა ჰოკეიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში თურქეთის ეროვნულმა გუნდმა ჩემიონობა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები