თურქული პრესა 15.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

328306
თურქული პრესა 15.08.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც კოალიციური მთავრობის შექმნის მცდელობები მმართველ და ოპოზიციურ რესპუბლიკურ სახალხო პარტიას შორის უშედეგოდ დასრულდა და ახლა პრემიერი დავუთოღლუ მეორე ოპოზიციურ პარტიის, ეროვნული მოძრაობის ლიდერს დევლეთ ბაჰჩელის შეხვდება და ეს შეხვედრა ორშაბათს, 14:00 საათზე შესდგება რა, თუ ამჯერადაც წარუმატებლად დასრულდება ეს მოლაპარაკებები, მაშინ, თურქეთი ვადამდელ არჩევნებზე წავა

მილლიეთი თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის განცხადებას უთმობს ადგილს. იგი შეფასებას აძლევს რა ახლახან ექსპლოატაციაში გადაცემული გოინუქის თერმული ელექტროსადგურის მნიშვნელობას, ამბობს რომ, ამ სადგურის გამო ახლა წელიწადში 100 მილიონი დოლარის ოდენობის უფრო ნაკლებ თანხას გააგზავნიან უცხოეთში, ხოლო ამის პარალელურად მომავალი 20 წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლირის ოდენობის თანხას დაზოგავენ

სტარის კორესპონდენტი საქართველოდან იუწყება, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს თავჯდომარე ომერ ჯიჰად ვარდანი და თურქეთის ელჩი საქართველოში ზექი ლევენტ გუმრუქჩი მიიღო და ძირითადი ყურადღება დაუთმეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სექტორში თანამშრომლობის გაზრდის საკითხებსაც. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი ქვეყნის სოფლის მეურნეობაში ურთიერთობების გაფართოების მიზნით მიმდინარე წელს შეხვედრა გამართონ თურქეთში, ხოლო ამის პარალელურად მცდელობები გამოიჩინონ საქართველოში თაფლის სტანდარტების განმსაზღვრელი ცენტრის შექმნაში

ჰურრიეთი ეკონომიკის გვერდზე ინტერვიუს აქვეყნებს SOCAR Türkiye-ს ხელმძღვანელ ქენან იავუზთან, რომლის თქმითაც მათ ამ დიდი საინვესტიციო ფირმის წილის 13%-ი 1,3 მილიარდ დოლარად ამერიკის და მსოფლიოს ერთ ერთ უდიდეს ფირმა Goldman Sachs-ის მიჰყიდეს და ამიერიდან პარტნიორულად იმოქმედებენ

“50 წლის თურქმა ქალბატონმა ლა მანშის სრუტე გადაცურა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰურრიეთის სპორტულ გვერდზე და მასში ვკითხულობთ: იზმირელმა ბიოქიმიის სპეციალისტმა ქ-მა რენგინ ბორექჩიმ 45 წლისამ ისწავლა ცურვა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, 2 შვილის დედამ დაუჯერებელ წარმატებას მიაღწია და გახდა პირველი თურქი ქალი, რომელმაც გადაცურა ინგლის საფრანგეთის დამაკავშირებელი ლა მანშის სრუტე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები