თურქული პრესა 14.08.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

326756
თურქული პრესა 14.08.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის მოსაზღვრე რეგიონში უსაფრთხოების ზონა შეიქმნება და ამ მიზნით ხსენებულ რეგიონში ქვედა და ზედა ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით ხელი დაიკაპიწეს თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოსთან ერთად კიდევ ექვსმა სამინისტრომ. ამავე სტატიით სწორედ ამ უსაფრთხოების რეგიონში იქნებიან ევაკუირებულნი თურქეთს თავს შეფარებული 2 მილიონამდე სირიელი და აქ სირიელ ბავშვებს განათლების მიღებაც შეეძლებათ და ჯანდაცვის მომსახურებაც გაეწევათ, წერს იენი შაფაკი

ამავე გაზეთის ერთი სხვა სტატიით დასასრულს უახლოვდება თურქეთის მთავრობის მიერ მომზადებული ახალი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, რომლითაც იმ კომპანიებს, რომლებიც მაღალი დამატებითი ღირებულების საექსპორტო პროდუქციას და საქონელს აწარმოებენ, წახალისებულ იქნებიან და ამ მიზნით შექმნილი ფირმების ხარჯების 50%-ს სახელმწიფო დაფარავს

“თურქეთი თვით აწარმოებს ღრუბლის სისტემას“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას სტარში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის კავშირგაბმულობის, ზღვაოსნობის და ტრანსპორტის სამინისტროს ინიციატივით კომპიუტერული პროგრამებით ადგილობრივი მონაცემთა შენახვის სისტემა ბაზა შეიქმნება, რომელსაც თვით თურქი ინჟინრები შექმნიან და ეს სისტემა მეტოქე გახდება Apple-ს “I cloud“-ის სისტემისა, რომელსაც სხვანაირად “ღრუბლის“ სისტემასაც ეძახიან და მათში პირადულ ვიდეოებთან და ფოტოგრაფებთან ერთად სმარტ ფონების, ყველანაირი კომპიუტერების და ტაბლეტების მონაცემებიც შეინახება. სხვათა შორის თურქეთი ამ თავისი საკუთარი სისტემის უცხოეთის ქვეყნებში ექსპორტსაც მოახდენს, წერს სტარი

საბაჰის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ თურქეთის საჰაერო ფლოტმა THY-მ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი პოლონეთის სახელმწიფო საჰაერო ფლოტ LOT-თან და მისი მიხედვით მომავალ წლებში ეს ორი კომპანია თურქეთ-პოლონეთის გარდა სხვა, მესამე ქვეყნებშიც ერთობლივად იმოქმედებენ და კომერციულ საქმიანობებშიც ითანამშრომლებენ

ჰურრიეთი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ სტამბოლში მოქმედმა საქიბ საბანჩის სახელობის კერძო მუზეუმმა სხვადასხვა წლებში დალის, როდინის, მიროს, მონეტის და მსოფლიოს სხვა სახელგანთქმული ხელოვანების გამოფენებს უმასპინძლა, ამჟამად კი ე.წ. “Zero“-ს მიმდინარეობის ხელოვანთა ნაწარმოებების გამოფენისათვის ემზადება, რომელიც 2 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება და მის ფარგლებში ხელოვნების მოყვარულებს ჰაინც მარკის, ოტტო პიენის, გუნტერ უეჩქერის და სხვათა 100-მდე ნაწარმოების ხილვის შესაძლებლობა ექნებათ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები