20.07.2015 თურქული პრეს

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა.

382641
20.07.2015 თურქული პრეს


მიმოხილვას გაზეთ „იენი შაფაკ“-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების (AFAD) სამმართველო სისტემამ გაეროს ყურადღება დაიმსახურა. (AFAD)-ის პრეზიდენტის განცხადებით, კარგად და დინამიურად მიიჩნიეს მათი მუშაობა და იმისათვის, რომ თავადაც შექმნან ეს სისტემა მოითხოვეს დახმარება.
გაზეთი „ჰურრიეთ“-ი წერს, რომ თურქი ამიგოები რაც შეიძლება მეტი საავტომობილო სექტორის ნაწარმის გატანას ცდილობენ, დასავლეთის ჩინად აღიარებულ მექსიკაში. გათვალისწინებულია 2020 წელში კიდევ უფრო მეტი პროდუქციის გატანა. წლევანდელ რიგით მე-17-ე PAACE Automechanika Mexico-ს ფორუმს, რომელსაც შეუერთდა 34 ქვეყნის 20-ზე მეტი კვალიფიკაციური ფირმა, შეუერთდა 13-ი თურქული ფირმა. მათ წარმოადგინეს კერძო ნაწარმი პროდუქცია სახელწოდებით:-Made in Turkey.
გაზეთი „საბაჰ“-ი წერს, რომ თურქმა ინვესტორებმა, გასულ წელს აშშ-ში 5,1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დააბანდეს. ახლა ყოჩის, ულქერის, ეჯზაჩიბაშის შემდეგ, იზმირელმა კორსინის ფირმამ დაიწყო აშშ-ის ტენნესეს შტატში ქარხნის მშენებლობა.
გაზეთ „სტარ“-ის ცნობით კი, ოთხმა თანა კომპანიონმა 1991 წელს გაშენებული თავისივე სახელწოდების ანთ იაფ-ით, მოსკოვში კი, OXO პროექტით, ხელი მოაწერა ევროპაში ყველაზე მაღალი ბინის მშენებლობას.
კომპანია, მსოფლიო მასშტაბით სულ 20 საამშენებლო პროექტით 2 მილიარდი დოლარის მშენებლობას წარმართავს.
გაზეთი „ვათან“-ი წერს, რომ საავიაციო-სამგზავრო რეკორდი განხორციელდა ანტალიაში. 18 ივლისს, შაბათს, ანტალიიდან 169 ათასი მგზავრით აფრინდა და შემოვიდა სულ 1.012 თვითმფრინავი, რომელიც რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება.
ამის შესახებ twitter-ის საშუალებით აუწყა მკითხველს საავიაციო საწარმოს ანტალიის მთავარმა დირექტორმა ოსმან სერდარმა და წარმატება მიულოცა აეროპორტის 14 ათას თანამშრომელს.
გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ის ცნობით 10 წლის შემდეგ კვლავ შეუერთდა TEB BNP Paribas სტამბოლის პრიზის თამაშს ბოღაზიჩის ხიდზე ვენუს იულიამსი. წარმოდგენით თამაშს გამართავს იფექ სოულისთან და ჩაღლა ბიუქაქჩაისთან.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები