თურქული პრესა 27.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

321770
თურქული პრესა 27.06.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა ერდოღანმა შეფასება მისცა რა ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე ბოლო მოვლენებს და სირიელი ქურთების მხრიდანაც ერაყელი ქურთების მსგავსად სირიის ჩრდილოეთში შესაძლო ქურთული სახელმწიფოს შექმნას, თქვა რომ, რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეთ, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ ჩრდილოეთ სირიაში ქურთული სახელმწიფოს შექმნასაც და ამ რეგიონის დემოგრაფიული წყობის შეცვლასაც

იენი შაფაკის ცნობით სირიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ქობანიში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქურთები, გუშინწინ ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს მთლიანობაში 148 კაცი ემსხვერპლა და ქურთებმა ამ ტერაქტის შემდეგ ანტი თურქული კამპანია დაიწყეს და თურქეთი ისლამური სახელმწიფოსადმი მხარდაჭერაში დაადანაშაულეს. ამის საპასუხოდ მკაცრი განცხადება გაავრცელა ანკარამ და სირიელ ქურთებს გონივრულობისკენ მოუწოდა. “დღეს თუ ქობანი ფეხზე დგას და იგი არ არის გადასული ისლამური სახელმწიფოს კონტროლქვეშ, ეს თურქების წყალობით ხდება. მარტო ბოლო 5 თვის განმავლობაში ქობანელებს თურქეთიდან ათასამდე ტრაილერი ჰუმანიტარული დახმარება გაეგზავნათ და ამის დაუნახაობა უმადურობაა“, განაცხადა სირიის მოსაზღვრე თურქეთის სურუჯის რაიონის გამგებელმა აბდულლა ჩიფთჩმა, წერს იენი შაფაკი

ვათანი იტყობინება, რომ ცნობილმა თურქმა საქმოსანმა აბდი იბრაჰიმმა, რომელიც მედიკამენტების სექტორში მოღვაწეობს, გუშინ სტამბოლში საძირკველი ჩაუყარა ახალ ფარმაცევტულ ფაბრიკას, რომლის მშენებლობა 100 მილიონი დოლარი დაჯდება და აქ სიმსივნის, დიაბეტის, რევმატიზმისა და სხვა დაავადებების წამლებს გამოუშვებენ რა, აღარ მოხდება ასეთი წამლების უცხოეთის ქვეყნებიდან იმპორტი

საბაჰის მიხედვით 2008 წლის აქეთ რეგულარულად ეწყობა კონკურსი “მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო არქიტექტურული ნაგებობები“ და მის ფარგლებში წელს თურქი არქიტექტორებიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ რა, 20 პროექტს წარადგენენ ამ ფესტივალზე და ამით ავსტრალიისა და ინგლისის შემდეგ თურქეთი ყველაზე მეტი პროექტის წარმდგენი მესამე ქვეყანა გახდება. ამავე სტატიით World Architecture-ს კონკურში 47 ქვეყნის 700 პროექტი მიიღებს მონაწილეობას

და ბოლოს ჰურრიეთი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ თურქული საფეხბურთო კლუბები აგრძელებენ მოლაპარაკებებს მსოფლიოს ისეთი განთქმული ფეხბურთელების ტრანსფერისათვის, როგორებიც არიან რონალდინო, ეტო,ო, ნანი და ა.შ., ხოლო თვით უცხოელი კლუბები კი ნადირობენ მადრიდის ატლეტიკოში და თურქეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ არდა თურანზე. ამავე სტატიით ბურსასპორის ახალგაზრდა ფეხბურთელი ენეს უნალი კი ინგლისის მანჩესტერ სიტიმ შეისყიდა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები