თურქული პრესა 25.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

319484
თურქული პრესა 25.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული სტატიით, რომლის თანახმადაც, ევროპის პარლამენტის თურქეთის მომხსენებელმა კატი პერიმ ევროკავშირის ლტოლვილთა მიმართ პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკა. პერის თქმით, მაშინ, როდესაც თურქეთმა ორი მილიონი სირიელი ლტოლვილი მიიღო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები კამათობენ იმაზე, როგორ გადანაწილდეს ორი წლის მანძილზე 20 ათასი ლტოლვილი, რის გამოც ევროპას უნდა სრცხვენოდეს. კატი პერიმ ასევე დასძინა, რომ საჭიროა ევროკავშირის ქვეყნებმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხზე სანდოობა არ დაკარგონ.

„სტარი“-ს ინფორმაციით, ამერიკულმა უძრავი ქონების საკონსულტაციო ფირმამ Keller Williams-მა თურქეთში საცხოვრებელი აპარტამენტების პროექტები გამოიკვლია. თურქეთის მასშტაბით ყველაზე მეტი აპარტამენტის პროექტი სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და ანტალიაში განხორციელდა და ახალი მოდა გახდა აივნებიანი აპარტამენტები. საკონსულტაციო ფირმის თანახმად, ამ კუთხით თურქეთის პროექტებისა და უძრავი ქონების ბაზრის მიმართ უცხოელთა დაინტერესება თანდათან იზრდება და განსაკუთრებით ყველაზე პოპულარულია ანტალია, რომელიც წელიწადში რამდენიმე მილიონ უცხოელს სტუმრობს.

გაზეთი „ჰაბერთურქი“ აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით „უცხოური ინვესტიცია წელს 12 მილიარდი იქნება“, რომლის თანახმადაც, თურქეთმა 2014 წელში 12,1 მილიარდი დოლარის მიზიდული ინვესტიციით გასულ წელში დაკავებული ადგილი შეინარჩუნა და მსოფლიოში 22-ე ადგილზე გავიდა. გასულ წელში მსოფლიოში ინვესტიციების შესვლა 16%-ით შემცირდა. წელს თურქეთის მიზანია 12 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიციის მიზიდვა. აქვე აღნიშნულია, რომ თურქეთმა გასულ წელში განვითარებად ქვეყენებს შორის მე-12, დასავლეთ აზიის რეგიონში კი პირველი ადგილი დაიკავა.

თურქეთის ექსპორტიორთა პალატის მონაცემებით, ირანში თურქეთიდან ძვირფასეულობის ექსპორტი ასეთი ტემპებით თუ გაგრძელდება, 2015 წელში რეკორდი დამყარდება - წერს გაზეთი „ჰურიეთი“. აქვე აღნიშნულია, რომ მაისის თვეში 193,7 მილიონი დოლარის, ხოლო მიმდინარე წლის ხუთ თვეში კი 404 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

და ბოლოს, გაზეთი „მილიეთი“-ს თანახმად, საბერძნეთის კრიზისიდან გამოსვლისათვის კუნძულებისათვის დაწესებული გადასახადების გაზრდის გეგმამ ტურისტების გეგმები შეცვალა. კუნძულებს, რომლებსაც უპირატესობას ხელსაყრელი ფასების გამო ანიჭებდნენ, გადასახადების 6,5%-დან 13%-მდე, რესტორნების კი 13%-დან 23%-მდე გაზრდა იგეგმება. მეზობელ ქვეყანაში განვითარებული ეს მოვლენა კი, სავარაუდოდ, თურქეთის ტურიზმის სექტორზე მოახდენს დადებით გავლენას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები