თურქული პრესა 18.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

308632
თურქული პრესა 18.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვა ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ნოემბერში ანტალიაში გასამართი დიდი ოცეულის ლიდერთა სამიტის, რომლის როტაციული თავმჯდომარეც თურქეთი გახლავთ, მოსამზადებელი სამუშაოები სხვადასხვა ქალაქში გრძელდება. გაზეთის ცნობით, ვიცეპრემიერმა ალი ბაბაჯანმა დიდი ოცეულის სახელმწიფო მეთაურების წარმომადგენლებთან და თანაშემწეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქალების ეკონომიკაში უფრო აქტიურად ჩართვის წახალისებით ეკონომიკური ზრდა უფრო ხარისხიანი იქნება და თურქეთის ინიციატივა ‘Women-20’-ის მხარდაჭერისათვის დიდ ოცეულს მადლობა გადაუხადა.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო თიკა მაკედონიაში ოსმალურ სულთან მურათის, სკოპიეს ალაჯას და სარაი ჰუსეინ შახის მეჩეთებს რესტავრაციას ჩაუტარებს და ეს სამუშაოები ორ წელიწადში დასრულდება. ქალაქ მანასტირში (ბიტოლა) მდებარე ისჰაკიეს მეჩეთ კი,, რომლის რესტავრაცია უკვე დასრულებულია, რამაზანის თვეში გაიხსნება.

გაზეთი „ჰაბერთურქის“ ცნობით, რამაზანის ღონისძიებების ფარგლებში ანკარაში ქეჩიორენზე აგებულ 60 კარავში კოსოვოდან, ავღანეთიდან, ერაყიდან, სენეგალიდან, უზბეკეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, სუდანიდან, ყირგიზეთიდან, პალესტინიდან, ტუნისიდან, მაროკოდან, ირანიდანნ აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, ყირიმიდან და უკრაინიდან ჩამოსული ასოციაციების წარმომადგენლები თავიანთი პროდუქციების გამოფენა-გაყიდვას გამართავენ. აქ მისულ მოქალაქეებს სასცენო წარმოდგენები, სასულიერო მუსიკის ჯგუფების გამოსვლები, სემაზენები და თოჯინების თეატრი ელოდებათ.

იტალიის ქალაქ ფლორენციაში გამართულ მოდის გამოფენაში, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან 150 ბრენდი იღებს მონაწილეობას - წერს გაზეთი „სტარი“. გამოფენაზე, რომელიც ხვალ დასრულდება, თურქეთიდან მამაკაცთა სამოსის ბრენდები არიან მიწვეულნი. თურქულმა ბრენდებმა მათ მიერ შექმნილი სამოსი პროფესიონალებს წარმატებით გააცნეს.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ბრენდ ‘SuperTrash’-ის, რომელსაც ბიონსესა და მადონას მსგავსი ვარსკვლავები ანიჭებენ უპირატესობას, თურქი დიზაინერი ოლჯაი გულშენი, ჰოლანდიური ქალთა ჟურნალის ‘Vrouw’-ს მკითხველებმა რეკორდული ხმების რაოდენობით მოდისა და საქმიანი სამყაროს კერპად აირჩიეს.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები