თურქული პრესა-15.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

304280
თურქული პრესა-15.06.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაკ”-ით დავიწყებთ, რომელიც ფართო ადგილს უთმობს საბანკო სექტორის საზღვარგარეთში მიღწეულ წარმატებებს.
გაზეთის ცნობით, საბანკო სექტორმა, რომლის რაოდენობა თურქეთში 51-ს აღწევს. მისმა აქტიურობის მაჩვენებელმა 2,1 ტრილიონ ლირას მიაღწია. ხოლო საზღვარგარეთში მოქმედი განყოფილების რაოდენობამ, უკანასკნელ 12 წელიწადში 98 %-იანი ზრდით 81-ს მიაღწია. მომსახურებას უწევს 5 მილიონზე მეტ ადამიანს, გაცემული კრედიტის რაოდენობა 13 მილიარდი დოლარია. ანაბართა რაოდენობა გაიზარდა 10 მილიარდ დოლარამდე, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სავაჭრო მოცულობის გაზრდაზე.
გაზეთი ”სტარ”-ი წერს, რომ იზმირის უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიოსენსორის კონგრესზე მოხსენებით გამოსული პროფესორ მეჰმედ დოქმეჯის განცხადებით, აწარმოეს ჩიპები, რომელიც ასრულებს ხელოვნური ადამიანის ორგანოების ფუნქციას. ჩიპებით შესაძლებელი იქნება წამლების ადამიანებზე ცდით სწორი გამოკვლევა და ზუსტი შედეგის მიღება. დაჩქარდება ახალი წამლების გამოკვლევა და მოხდება წამლების გაიაფება. დაავადებებით ბრძოლაც უფრო იოლი გახდება.
გაზეთი ”საბაჰ”-ი კი წერს, რომ ფეხბურთში გადასახადის სამოთხეა თურქეთი.
თუ გავითვალისწინებთ ევროპაში ფეხბურთელებზე დაწესებული გადასახადის რაოდენობას, თურქეთი სამოთხეს ჰგავს. თურქეთი, სუპერ ლიგის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის დაწესებული 15 %-იანი გადასახადით, ლიტვასთან ერთად ის ქვეყანაა, რომელიც ყველაზე დაბალ გადასახადს იღებს.
ევროპა კი, სპორტსმენების და კინო ვარსკვლავების მსგავს მაღალ შემოსავლიანი ადამიანებისგან იღებს მაღალ გადასახადს.
გაზეთი ”ჰაბერ თურქ”-ი წერს, რომ ანკარაში, სპორტულ ტრასაზე, რომელიც ევროპის საავტომობილო ცხოვრების ცენტრად გარდაიქმნება, ორი დღის განმავლობაში ჩატარდა კლასიკური ავტომობილების რიგით მეორე შეჯიბრი. კვირის დასასრულს შეჯიბრს შეუერთდა 1938-1985 წლებში წარმოებული 40-ზე მეტი ავტომობილი.
პირველ დღეს გაიარეს 120, მეორე დღეს კი 140 კმ-ის გზა. ანკარის ქუჩებში გამოსულმა კლასიკურმა ავტომობილებმა ანკარელების დიდი ყურადღება დაიმსახურა.
გაზეთი ”ვათან”-ი კი წერს, რომ ანტალიაში წელს მეცხრედ ეწყობა საერთაშორისო ქვიშის ქანდაკების ფესტივალი. შეუერთდა 9 ქვეყნის 22 მოქანდაკე. გამოყენებულ იქნა 10 ტონა მდინარის ქვიშა.
გამოფენილ იქნება მითოლოგიური გმირები, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არტემისის ტაძარის მსგავსი მსოფლიოს შვიდი საოცრების ღირსშესანიშნაობები.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები