თურქული პრესა 12.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

302187
თურქული პრესა 12.06.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ევროპაში მეტად გავრცელებული ე.წ. საოჯახო მეურნეობა, რომელიც ამჟამად ევროპის სოფლის მეურნეობის განვითარების მთავარ ხერხემალს წარმოადგენს, ამ ბოლო ხანებში თურქეთშიც იკიდებს ფეხს და მას უკვე მხარს უჭერს მთავრობაც, რადგან, ასეთ მეურნეობებში ჯერ ერთი მუშახელის რაოდენობასთან ერთად პროდუქტიულობა და ეფექტურობა იზრდება, ხოლო მეორეს მხრივ სოფლებიდან ქალაქებში მოსახლეობის დენადობაც მცირდება. ამავე სტატიით ამ პროექტის ფართოდ დანერგვის მიზნით თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ე.წ. საგზაო რუკაც მოამზადა, რომლის ფარგლებში 2 მილიონამდე საოჯახო მეურნეობას ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენენ, დაწყებული ტექნიკური და დამთავრებული პროდუქტების გასაღებით

ჰაბერთურქის წერს, რომ სახაზინო დეპარტამენტმა თურქეთიდან უცხოეთში გასატანი თურქული და უცხოური ვალუტის რაოდენობა გაზარდა და აქამდე თუ 13 ათასი თურქული ლირის გატანა შეიძლებოდა, ეს რიცხვი 25 ათასამდე გაზარდა, ხოლო ამის პარალელურად 5 ათასი დოლარის ოდენობა კი 10 ათასამდე გაზარდა. ამავე სტატიით უცხოეთში გასვლა გაუმარტივეს და კვოტები გაუზარდეს იმ ფირმებსაც, რომლებიც მხოლოდ ფულად ტრანსფერებზე მუშაობენ

ვათანი საერთაშორისო უმაღლესი სასწავლებლების საკვალიფიკაციო ორგანიზაციის, “The Times Higher Education(THE)-ის მხრიდან გამოქვეყნებულ აზიის უნივერსიტეტებს შორის ყველაზე საუკეთესო 50 უნივერსიტეტის სიას აქვეყნებს და ამ სიაში თურქეთიდან 6 უნივერსიტეტი შევიდა, ხოლო ამ ექვსიდან კი 3 უნივერსიტეტი პირველ ოცეულში მოხვდა. მოკლედ, აზიის ყველაზე საუკეთესო 50 უნივერსიტეტის სიაში მე-12 ადგილზე გავიდა ანკარის ორთადოღუს ტექნიკური უნივერსიტეტი, მე-14 ადგილი დაიკავა სტამბოლის ბოღაზიჯის უნივერსიტეტმა და მე-19 ადგილზე კი სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი გავიდა

სტარი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ მომავალ კვირას იტალიის ქალაქი მილანი მოდელიორ მამაკაცთა კვირეულს უმასპინძლებს და მასზე მხოლოდ ერთადერთი ქალი მოდელი, თურქი ტულინ შაჰინი დაიშვება და ფაქტიურად იგი დახურავს 20 ივნისს მილანის მორიგ კვირეულს, რომელზედაც იგი მხოლოდ ერთი თურქული ფირმის მხრიდან მილანის პოდიუმისათვის სპეციალურად მომზადებული ტანსაცმელით გამოვა პოდიუმზე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები