თურქული პრესა 10.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

299304
თურქული პრესა 10.06.2015

მიმოხილვას გაზეთ სტარით დავიწყებთ რომელშიც თურქეთის ბიზნესმენების მიერ საპარლამენტო არჩევნების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ბიზნესმენთა ასოციაციამ პოლიტიკურ პარტიებს ერთობლივი მოწოდებით მიმართა. ”13 წლიანი ეკონომიკის შეუჩერებლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე და უწყვეტი სტაბილურობის გაგრძელების მიზნით კოალიციის ჩამოყალიბებას მოვითხოვთ”, განაცხადეს მათ. ანალოგიური განცხადება გაავრცელა თურქეთის სავაჭრო და საფონდო ბირჟის პალატამაც. მისმა თავჯდომარემ რიფათ ჰისარჯიოღლუმ: ”გაურკვევლობა თურქეთს დადებითს არაფერს მოუტანს, ყველა თურქეთის შვილები ვართ, ყოველგვარი პრობლემის მოგვარება ერთობლივად შესაძლებელია”, განაცხადა მან თავის განცხადებაში.

იენი შაფაქი წერს, რომ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში წყლის ეფექტური გამოყენების პროექტის გასაცნობად აფრიკის ქვეყნებიდან მაროკოდან, უგანდიდან და ბურკინა ფასოდან, გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 25 კაციანი ინჟინერთა ჯგუფი უნდა ჩამოვიდეს. მათ ქალაქ შანლიურფაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ და შემდეგ მსგავსი პროექტები აფრიკის ქვეყნებში უნდა განხორციელდეს.

მილლიეთის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების ქსელთაგან ” Rezidor Park Inn”-მა თავისი მარკა თურქეთში შემოიტანა. მან სტამბოლში ახალი "Park Inn by Radisson İstanbul Atatürk Airport"-ის სახელწოდებით სასტუმრო გახსნა. Carlson Rezidor-ის შუა აზიის და თურქეთის სასტუმროების ქსელის დირექტორის მარკ ვილლის განცხადებით, თურქეთში მათი წარმატების მისაღწევად შესაბამისი პოტენციალი არის და ამიტომაც სტამბოლში კიდევ ერთი ინვესტიცია ჩადეს.

ჰურრიეთის ცნობით ცნობილი ამერიკელი ტელევარსკვლავის კარდაშიანის ოჯახის ახალგაზრდა წევრთაგან კანდალ ჯენერი ანტალიაში Dosso Dossi-ის ჩვენების ფარგლებში პოდიუმზე გავიდა. მან ამ პოდიუმზე ოთხი განსხვავებული კოსტუმების ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. მანვე ჩვენების შემდეგ პრესისათვის გაკეთებულ განცხადებაში თქვა: ”თურქეთში პირველად ვარ, მართლაც ლამაზი ქვეყანაა, ადრე მეგობრებისგან მსმენია თურქეთის შესახებ და ახლა დავრწმუნდი რომ მართლაც, როგორც მეუბნებოდენ ისეთი ქვეყანა ყოფილა თურქეთი”.

ჰაბერთურქი წერს, რომ მსოფლიო მასშტაბით ათ ქვეყანაში ჩატარებული კვლევების თანახმად ადამიანებს ყველაზე მეტად ლურჯი ფერი მოსწონთ. მეორე ადგილზე წითელი, ხოლო მესამე ადგილზე კი იისფერი გავიდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები