პრესის მიმოხილვა 02.06.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

300991
პრესის მიმოხილვა 02.06.2015


მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქით დავიწყებთ, რომელშიც ვკითხულობთ: ბოლო წლებში თურქეთში ტექნოლოგიის სფეროში მიღწეული წარმატებები უცხოელი სპეციალისტების და ეკონომისტების ყურადღებას იპყრობს. ესტენ მიჩიგანის უნივერსიტეტის ლექტორის პროფესორ დავიდ ანდერსონის განცხადებით, საზღვარგარეთ იმპორტირებული ტექნოლოგიები თურქეთშიც იწარმოება. ანდერსონმა განაცხადა, რომ ”თურქეთმა ტექნოლოგიის განვითარების სფეროში ინვესტიციები ჩადო და პროდუქციის გასაღების ბაზარიც შექმნა”.

საბაჰში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”თურქეთის უნივერსიტეტები საუკეთესოთა სიაში მოხვდნენ” და მასში ვკითხულობთ: მსოფლიო უნივერსიტეტების საუკეთესოების სია გამოქვეყნდა. თურქეთის Orta Doğu Teknik Üniversite-ტეტმა (ODTÜ) ინფორმატიკის ინსტიტუტის მხრიდან გამოქვეყნებულ საუკეთესოთა სიაში 23 კატეგორიიდან 9 კატეგორიაში პირველი ადგილი დაიმკვიდრა. გარდა ამისა მოწინავე ადგილებზე გავიდნენ ასევე სტამბოლის ბოღაზიჩის, ეგეს, ულუდაღის, ჰაჯეთთეფეს, ანკარის, გაზის, დოქუზ ეილულის და ილდიზ ტექნიკის სახელობის უნივერსიტეტები.


სტარი იუწყება, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბეისჯამპინგის ხტომის განმხორციელებელი ბრაზილიელი სპორცმენი ლუიგი ჯანი ამჟამად გადმოსახტომად კაბადოკიაში ჩამოვიდა. მას ბეისჯამპინგის ხტომის დროს საჰაერო ოპერატორი ჟამეს ბოლიც ახლდა. დაახლოებით ათასი მეტრი სიმაღლიდან გადმომხტარმა სპორცმენმა განაცხადა, რომ ყოველთვის იმის სურვილი ჰქონდა, რომ კაბადოკიის მსგავს ადგილზეც განეხორციელებინა ასეთი გადმოხტომა.

მილლიეთში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”ჯეკმენმა სტამბოლი დაიპყრო” და მასში ვკითხულობთ: ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ ჯეკმენი რომელიც ადრე სტამბილში იყო ჩამოსული და ავადმყოფობის გამო ჩვენებები ვერ დაასრულა, ხელმეორედ ჩამოვიდა სტამბოლში. მან აიასოფია და თოფქაფის სასახლე ისე მოინახულა, რომ მის თაყვანისმცემლებმა ვერც კი გაიგეს. შემდეგ კი ამ ისტორიულ ადგილებში გადაღებული სურათები სოციალური ქსელით გაავრცელა.

ჰაბერთუქრი წერს, რომ 2016 წლის რიოს ოლიმპიადის ევროპის შესარჩევი თამაშები ანკარაში გაიმართება. საკვალიფიკაციო თამაშები 2016 წლის 4-9 იანვარს გაიმართება. 2015 წლის ფრენბურთში ევროპის კონფედერაციის ტურნირის დასრულების შემდეგ თურქეთის და ევროპის საუკეთესო 7 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებული 2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე პირდაპირი წესით ჩაერთვება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე და მესამე ადგილზე გასული ნაკრებები 2016 წლის მაისის თვეში მსოფლიო შესარჩევ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები