თურქული პრესა 26.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

289748
თურქული პრესა 26.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, აშშ-ს მუსლიმთა ორგანიზაციების საბჭოს გენერალურმა მდივანმა უსამა ჯემალმა განაცხადა, რომ გადატრიალების გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებული ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამედ მურსი მსოფლიოში მხოლოდ თურქეთმა არ დატოვა უყურადღებოდ. უსამა ჯემალმა მურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტ ერდოღანს მადლობა გადაუხადა.

გაზეთი “იენი შაფაკი“-ს, ცნობით თურქეთში საცხოვრებელი ბინების გაყიდვა აპრილის თვეში გასულ წელთან შედარებით 42,7%-ით გაიზარდა, 119 ათას გადააჭარბა და აქედან 23 ათასი ანუ ყველაზე მეტი სტამბოლში გაიყიდა. უცხოელებმა კი 6 ათას 115 საცხოვრებელი ბინა შეისყიდეს, რომელთაგანაც უმრავლესობა ასევე სტამბოლში მდებარეობს და მას მოსდევს ქალაქები ანტალია, ბურსა, აიდინი, მერსინი და საქარია.

გაზეთ „საბაჰ“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით „პატენტის აღების მსურველებს 30 ათასი ლირა“, რომლის თანახმადაც, მეცნიერების მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტრომ ტექნოლოგიების განვითარებისათვის თანხები გამოყო და ამ ფარგლებში პატენტის მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით 600 ევრომდე, ხოლო საზღვარგარეთ კი 30 ათას თურქულ ლირამდე განისაზღვრა.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, „ჩინეთის ინდუსტრიულმა და კომერციულმა ბანკმა“ „ტექსტილბანკის“ აქციების უმრავლესობა შეისყიდა და იგი თურქეთში ამოქმედებული პირველი ჩინური ბანკი გახდა. ეს შესყიდვა თავის წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის არსებული ფინანსური მომსახურებისა და ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების განვითარებაში. თურქეთსა და ჩინეთს შორის 2020 წლამდე სავაჭრო ბრუნვის მოცულობის 100 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.

„მდგრადი ბრენდების“ კონფერენცია დღეს სტამბოლში იწყება - წერს გაზეთი „ჰაბერთურქი“. აქვე აღნიშნულია, რომ ორ დღიან კონფერენციაზე მსოფლიო და თურქული ლიდერი ბრენდების წარმომადგენლები მომხმარებელთა ცვალებად ქცევებს გაანალიზებენ და სტრატეგიას შეიმუშავებენ. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა მდგრადი საცალო გაყიდვების კონფერენცია, სადაც თურქი საცალო გაყიდვების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები