თურქული პრესა 24.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

286659
თურქული პრესა 24.05.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც სტამბოლმა მსოფლიოს მცირე და საშუალო საწარმოების ფონდის ფორუმს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მცირე და საშუალო დონის ინვესტორებმა. ამ ფორუმის ორგანიზატორი და სპონსორი თურქეთის სავაჭრო პალატათა და ბირჟათა გაერთიანებასთან ერთად მსოფლიო პალატათა ფედერაციაც (WCF) იყო. ფორუმზე განიხილეს მცირე და საშუალო საწარმოების მიერ გლობალურ განვითარებაში შეტანილ წვლილზე და მის პერსპექტივებზე. როგორც განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა ალი ბაბაჯანმა, სტამბოლი ამის მერე საშუალო და მცირე ინვესტორთა ერთობლივი ხმა გახდება

მილლიეთის კორესპონდენტი საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანიდან იტყობინება, რომ აქ მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ოსკარის შემდეგ ყველაზე პრესტიჟულად ითვლება, წარდგენილ იქნა თურქი რეჟისორის დენიზ გამზე ერგუვენის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი “მუსტანგი“, რომელმაც ევროპის კინოდარბაზების მიერ დაწესებული Europa Cinemas Label Prize-ს ჯილდო მიიღო. ამავე ცნობით მუსტანგი ე.წ. “ოქროს კამერის“ კანდიდატიცაა და ამაღამ გახდება ცნობილი, თუ რომელ ფილმს ერგება ეს ჯილდო

ჰაბერთურქის კულტურის მიმომხილველი წერს, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული პოპ ვარსკვლავი მადონა 2 წლის წინ სტამბოლში გასტროლების დროს ძალზედ მოიხიბლა თურქული აბანოთი და ახლა მსგავსი ტიპის აბანოს აშენებინებს ნიურკის მანჰეტტენის უბანში მდებარე თავის ბინაში და ერთ ერთ ანტალიურ ფირმასთან უკვე კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. 400 ათასი დოლარის ღირებულების თურქულ აბანოს ექნება სპა ცენტრი, ორთქლის ოთახი, საუნა, მასაჟის ოთახი და აბაზანა, ხოლო თვით თურქული აბანოს მოვარაყებაში ოქროს ორნამენტებს გამოიყენებენ

სტარის მიხედვით აშშ-ს ყველაზე პოპულარული ტელეარხის “Travel Channel“-ის პროდიუსერი რობინ აკუტტი და პროგრამის წამყვანი კარლა კავალლი თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს მიერ გადაღებული სერიალის “Filinta“-ს პლატოს ეწვივნენ. ეს ფილმი ოსმანური დედექტიური სერიალია და ამერიკელი პროდიუსერი და წამყვანი მოიხიბლნენ რა ოსმანი პოლიციის სამოსით, ორივეს თითო თითო ხელი ასეთი სამოსი გადაეცათ და მათ თქვეს რომ ამ სამოსს ჩაიცვამენ პროგრამების დროს

საბაჰი სპორტულ გვერდზე იუწყება, რომ ტაივანში ქალთა შორის მიმდინარე კრივის მსოფლიო ჩემპიონატზე თურქმა მოკრივეებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს, ე.ი. მთლიანობაში 6 მედალი მოიპოვეს. 75 კგ წონით კატეგორიაში ბუსენაზ სურმენელიმ ფინალში 3:0 დაამარცხა ჩინელი მეტოქე და მეორედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს და ოქროს მედალს, წერს საბაჰი

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები