თურქული პრესა 22.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

284265
თურქული პრესა 22.05.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერთურქში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და ევროკავშირთან მთავარმა მიმომხილველმა ვოლქან ბოზქირმა შეფასება მისცა რა ევროკავშირთან სრული გაწევრიანების საკითხებში მიმდინარე მოლაპარაკებებს, თქვა, რომ 1980-იანი წლებიდან დაწყებული ანკარა ბრიუსელისაგან თურქი მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას ითხოვს, მაგრამ, ევროკავშირი უარზე დგას. “ახლა ჩვენ დაუფარავად ვამბობთ, თუ ბრიუსელი არ გაგვიმარტივებს სავიზო რეჟიმს, მაშინ, ამ წინებზე მასთან ხელმოწერილ რეადმისიის შეთანხმებას გავაუქმებთ და არ მივიღებთ ევროკავშირიდან დეპორტირებულ არც ერთ უცხოელ მიგრანტს, ამიტომაც ახლა არჩევანი ევროკაშირზეა“, განაცხადა ბოზქირმა

სტარი იუწყება, რომ გუშინ სტამბოლის TÜYAP-ის სახელობის გამოფენებისა და კონგრესების ცენტრში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა მორიგი “Autoshow 2015", რომელზედაც 60-მდე მარკის ავტომობილია გამოფენილი და მათგან 27 მოდელი ახალია. როგორც განაცხადა თურქეთის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა ფიქრი იშიქმა, ამ გამოფენაზე წარმოდგენილ 2 ავტომობილს პირველად ნახავენ ავტომოყვარულები, რომელთა ღირებულებაც რამდენიმე მილიონი დოლარით განისაზღვრება

იენი შაფაკი თურქეთის სავაჭრო პალატათა და ბირჟათა გაერთიანების თავჯდომარე რიფატ ჰისარჩიკლიოღლუსთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის თქმითაც, ხვალ სტამბოლი მსოფლიოს მცირე და საშუალო საწარმოების ფონდის ფორუმს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საშუალო დონის ინვესტორები. “ამ ფორუმზე განვიხილავთ მცირე და საშუალო საწარმოების მიერ გლობალურ განვითარებაში შეტანილ წვლილზე და მის პერსპექტივებზე“, განაცხადა ჰისარჩიკლიოღლუმ, წერს იენი შაფაკი


საბაჰი სპორტულ გვერდზე წერს, რომ რუსეთში ჩატარებულ ტაეკვანდოს ბოლო ევროპის ჩემპიონატზე 68 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მომპოვებელმა 26 წლის თურქმა სპორტსმენმა სერვეთ თაზეგულმა, რომელიც ამასთან ერთად ლონდონის ოლიმპიადის, მსოფლიოს ერთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონია, მრავალი ქვეყნიდან მიიღო მიწვევა და საუკეთესო ფინანსურ პირობებთან ერთად მოქალაქეობაც შესთავაზეს, მაგრამ, მან ყველა მიწვევაზე უარი თქვა და ამიტომ მომავალ შეჯიბრებებშიც თურქეთის სახელით გამოვა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები