თურქული პრესა-21.05.2015

თურქული პრესის მიმოხილვა

283077
თურქული პრესა-21.05.2015

მიმოხილვას გაზეთ ”იენი შაფაკ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ ცნობილი გახდა ისლამური ცენტრალური ბანკის საგზაო რუკა, რომელიც მსოფლიოს ყველა მონაწილე ბანკს ერთ ჭერ ქვეშ გააერთიანებს. ამის შესახებ განაცხადა ვიცე პრემიერმა ალი ბაბაჯანმა და აღნიშნა, რომ მთავარი თანა კომპანიონები იქნებიან თურქეთი, ინდონეზია და ისლამური აღორძინების ბანკი.

ბანკს, თავიდან თურქეთი უზრუნველყოფს 300 მილიონი დოლარის რეზერვით. მას უპროცენტო მხარდაჭერას აღმოუჩენენ G20 სახელმწიფოებიც.
გაზეთი ”სტარ”-ი წერს, რომ 22-23 მაისის რიცხვებში, სტამბოლის თურიაპში დაიწყება ავტო მოყვარულებისთვის საინტერესო Autoshow 2015.
საავტომობილო სექტორი, რომელმაც მიმდინარე წელში წარმოება, ექსპორტი და გაყიდვები სწრაფი ტემპით დაიწყო, ავტომობილების ახალი მოდელების დემონსტრირებას მოახდენს.
ფორუმზე, პირველად გაეცნობა მნახველს ავტომობილის 27 ახალი მოდელი.
იგი ჩატარდება 120 კვ. მეტრის დახურულ ფართობზე.
გაზეთ ”ჰაბერ თურქ”-ის ცნობით, თურქეთში ზღვაში შესვლა შესაძლებელი იქნება 1184 სხვადასხვა ადგილიდან.
ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთის ზღვებისა და ტბების სანაპირო 34 რაიონის წყლებში ჩაატარა ბაქტერიების ანალიზი და გამოიტანა დასკვნა, რომ თურქეთში ზღვაში შესვლა მეტად ხელსაყრელია 1184 სხვადასხვა ადგილიდან. ამ ადგილებში ხარისხიანია წყლები.
თურქეთში საცურაო ადგილებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციების მონახვა კი, თურქულად, ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, ესპანურად, რუსულად და იტალიურად შეგიძლიათ მისამართზე: http://yuzme.saglik.gov.tr
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს, რომ მაშინ, როცა გაიზარდა ე.წ სომხური იდეების შესახებ დისკუსიები, რეჟისორი ისმაილ გუნეში, 20 ივნისს დაიწყებს ფილმის გადაღებას სახელწოდებით: ”ქარავანი 2015” რეჟისორი ყურადღებას ამახვილებს 2015 წლის მოვლენებზე, რომელშიც აღნიშნულია:- 1915 წელში მსოფლიო ომის დროს ყველა ერი შეებრძოლა ერთმანეთს. დაიღუპა 16 მილიონამდე ადამიანი მათგან 3 მილიონამდე ოსმანელი მუსლიმანი იყო. მომხდარი მოვლენები დიდი ტრაგედია იყო როგორც მუსლიმანებისთვის, ისე ქრისტიანებისთვის.
ხელოვანის ელიფ ურასის პირადი გამოფენის შესახებ წერს გაზეთი ”მილლიეთ”ი და აღნიშნავს, რომ ელიფ ურასის აშშ-ის ხელოვნების მუზეუმში გამოფენილი აქვს იზნიკური ფაიფურის ნაწარმები.
საგამოფენო დარბაზი გაწყობილი აქვს კედლის პეიზაშის მსგავსი წყაროთი და სახვადასხვა ობიექტები.
წყარო გამუდმებით ჩამოედინება და იგი მნახველს აგონებს წყლის იზნიკის ტბაში ჩადენას, რომელიც გარეშემო ბარაქიან მიწებს უზრუნველყოფს წყლით, გამოფენილია ზეთისხილის მკრეფავი ქალების ამსახველი ვაზებიც.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები