თურქული პრესა 06.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

263688
თურქული პრესა 06.05.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქით დავიწყებთ, რომელშიც ევროკავშირის კომისიის საგაზაფხულო ეკონომიკურ ვარაუდებზეა გამახვილებული ყურადღება და მასში ვკითხულობთ: ევროკავშირის კომისიის ვარაუდით თურქეთმა მიმდინარე წელს ევროკავშირის 24 ქვეყანაზე უფრო მეტი ზრდა შეიძლება განიცადოს. ევროკავშირის კომისიის მიერ მომზადებული ეკონომიკის წინასწარი ვარაუდების მიხედვით მიმდინარე წელს თურქეთის ეკონომიკა 3,2 %-ით, ხოლო მომდევნო წელს 3,7 %-ით გაიზრდება. ასე რომ, ეკონომიკური ზრდით თურქეთი ევროკავშირის ქვეყნებს უკან ჩამოიტოვებს. ევროკავშირის კომისიის ეს ვარაუდი ნავთობის ფასების კლებას ეფუძნება, რითაც თურქეთი იმპორტის ხარჯებს შეამცირებს, ხოლო ამის პარალელურად იმფლაციაც დაიწევს და ბიუჯეტში ღია დეფიციტიც დაიკლებს.

ვათანი წერს, რომ საერთაშორისო თავდაცვის მრეწველობის გამოფენა İDEF-ზე თურქულმა სტენდმა დიდი ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებით კი ნებისმიერი ამინდის პირობებში მომუშავე ქვეითთა იარაღმა MPT-76-მა მიიპყრო დიდი ყურადღება. აღნიშნული თოფი ამჟამად თურქეთის შეიარაღებაში შედის. ამ იარაღმა NATO-ს ყველაზე რთული 42 ტესტიც წარმატებით გაიარა. თურქეთის არმიის ქვეითთა ეს ახალი იარაღი ერთადერთია, რომელმაც მსოფლიოს ყველა ტესტირება წარმატებით გაიარა.

საბაჰი იუწყება, რომ თურქული ფირმების მიმართ უცხოელთა ინტერესები დღითი-დღე იზრდება. ევროპის უმსხვილესმა ფირმებმა თურქეთში კვების მრეწველობაში ინვესტიციების ჩადება გადაწყვიტეს. გერმანულმა ფირმა Delivery Hero-მ 589 მილიონ დოლარად შეიძინა Yemeksepeti-ის ფირმა, რომელიც მზა კვების პროდუქტებს და საჭმელებს ინტერნეტში ჰყიდის. ხოლო ფრანგულმა ფირმა Lactalis-მა კი თურქული Ak Gıda შეიძინა. ჰოლანდიურმა ფირმა Ice Cream-მა კი თურქული კომპანია Ülker Golf-ის წილი შეიძინა.

სტარი ყურადღებას გორან ბრეგოვიჩის თურქეთში გასამართ კონცერტებზე ამახვილებს და წერს: ბალკანური მუსიკის ლეგენდარულ მომღერლად მიჩნეული გორან ბრეგოვიჩი ანკარაში, სტამბოლში და იზმირში კონცერტის ჩასატარებლად თურქეთში ჩამოვიდა. მან თავისი სახელი მსოფლიოში კინოსათვის დაწერილი მუსიკებით გაითქვა. ბოსნიელი მომღერალი თურქეთში სულ სამ კონცერტს გამართავს. კონცერტები დღეს ანკარაში, ხვალ ისტამბოლში და ზეგ კი იზმირში გაიმართება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები