თურქული პრესა 02.05.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

258541
თურქული პრესა 02.05.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ამ უახლოეს დღეებში სტამბოლის თუზლას სანაპიროზე ექსპლოატაციაში გადაეცემა 750 იახტის ტევადობის ახალი ნავთსაყუდელი "Viaport Marina“ და მის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრი, ბავშვთა ქალაქი, თემატური პარკი და კაფე-რესტორნებიც განლაგდება. ამ ნავსადგურის მშენებლობა 1 მილიარდი ლირა დაჯდა და სტამბოლის მერიასთან ერთად კაპიტალი გაიღო თუზლას მუნიციპალიტეტმაც. მომავალ წელს “Viaport Marina“-ს დიდი აკვარიუმი და სასტუმრო კომპლექსიც დაემატება რა, სტამბოლის ერთ ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრად გადაიქცევა, წერს იენი შაფაკი

საბაჰი ინტერვიუს აქვეყნებს "Kuveyt Türk“ ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ქემალ ოზანთან, რომელიც ამბობს, რომ მიმდინარე წლის 1 ივლისს გერმანიის ქალაქ ფრანკბურთში თავიანთი ბანკის პირველ ფილიალს გახსნიან, ხოლო შემდეგ ასეთივე ფილიალს გახსნიან კიოლნში და ბერლინშიც. “ჩვენ არ შევჩერდებით და გრძელვადიანი პროექტით გერმანიაში სულ 10-მდე ფილიალს გავხსნით“, განაცხადა ოზანმა, აღნიშნავს საბაჰი

მილლიეთის ცნობით თურქული მზა ტანსაცმლის სექტორი ამ უახლოეს ხანებში აშშ-ის ბაზარში შესვლას გეგმავს. ამის შესახებ განაცხადა თურქეთის მზა ტანსაცმლისა ექსპორტიორთა პალატის პრეს სამსახურმა, რომლის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამ მიზნით ჯერ ნიუ ორკში სავაჭრო ცენტრს გახსნიან

ჰურრიეთი კულტურის განყოფილებაში იტყობინება, რომ 2 წელი ზედიზედ სტამბოლის ჰალიჩის უბეში ჩატარებული “Boat Show“, ე.ი. საზღვაო ხომალდების შოუ გამოფენა წელს მისამართს შეიცვლის და ჰალიჩის მაგივრად კალამისში ჩატარდება. ხსენებული გამოფენა აქ 15 წლიანი პაუზის შემდეგ გაიმართება და მასზე 200-მდე ადგილობრივი და უცხოური წარმოების ლუქსი ხომალდები გამოიფინება. კალამიშის შოუზე მთლიანობაში 250 მილიონი ლირის ღირებულების ხომალდების გაყიდვას ელიან, ვკითხულობთ ჰურიეთში

ვათანის კორესპონდენტი აშშ-დან იტყობინება, რომ ნორტვესტენის და ჰარვარდის უნივერსიტეტების მეცნიერ მკვლევარებმა ისეთი მეთოდი მოიგონეს, რომელიც ხელს შეუწყობს სიმსივნის დიაგნოზის წინასწარ დასმას და ამასთან ყოველი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის პროგნოზირებას. ხსენებული მეთოდით ექიმები ქრომოსომების წვერზე მიმაგრებული ე.წ. ტელომერით ადამიანების კისერზე შეხედვით გაიგებენ, მას ელის თუ არა სიმსივნით დაავადება და აღსანიშნავია ისიც, რომ დიაგნოზის დასმა მოხდება დაავადებამდე 10 წლით ადრე


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები