თურქული პრესა 29.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

254759
თურქული პრესა 29.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ნეპალში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო სამუშაოებისთვის ქვეყანაში მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჯგუფები ჩავიდნენ. დედაქალაქ კატმანდუში მყოფ სამაშველო-სამძებრო ჯგუფებს შორისაა ასევე თურქეთიდან ჩასული ჯგუფიც, რომელიც სამაშველო სამუშაოების ლიდერი ძალა გახდა. თურქული სამაშველო ჯგუფების შესახებ სტატია გამოაქვეყნა ინგლისურენოვანმა გაზეთმა „კატმანდუ პოსტმა“ და აღნიშნა, რომ სამაშველო სამუშაოების დაწყება ნეპალის სახელმწიფომ დააგვიანა და მას თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს ჯგუფებმა მოასწრო.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, მსოფლიოს თურქულმა ფორუმმა ჩანაქქალეს ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალის ასაგებად მუშაობა დაიწყო. სტამბოლში გამართულ სამ დღიან შეკრებაზე ჩანაქქალეში დაღუპული გმირების საპატივცემულოდ „თურქული სამყაროს მემორიალის“ აგების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მემორიალზე ამოტვიფრული იქნება სტროფი აზერბაიჯანელი პოეტის აჰმედ ჯავადის ლექსიდან „ღელავდა შავი ზღვა“.

ამერიკულმა ენერგო კომპანია New Generation Power International-მა 400 მილიონ დოლარამდე ინვესტიციით თურქეთში 100 მეგავატი სიმძლავრის გეოთერმული ენერგო სადგურის ასაგებად ილსან ჰოლდინგთან, Mineks International-თან და კომპანია DCM Energy-სთან პარტნიორობა გააფორმა - წერს გაზეთი „ვათანი“. აქვე ნათქვამია, რომ სადგურს, რომლის ფუნქციონირებაც 20 წლის მანძილზე იგეგმება, თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში ააგებენ. პროექტის 10 მეგავატიანი ნაწილი კი ამ წლის ბოლოს ამოქმედდება.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, მილანის გამოფენა Expo 2015-ში მონაწილეობის მასშტაბით რიგით მეხუთე თურქეთმა „მშენებლობის რეკორდი“ დაამყარა. მილანის Expo 2015-ზე, რომელიც 1 მაისს გაიხსნება და 6 თვე გაგრძელდება, 3 ათას კვადრატულ მეტრზე დაგეგმილი თურქეთის პავილიონის მოცულობა 4 ათას 170 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა. ღონისძიებაზე, რომელზეც თურქეთმა წარმოადგინა თემა „მომავლის საკვები პროდუქტებისათვის ისტორიის კვლევა“, წინა პლანზე იქნა წამოწეული ბარაქისა და სიმდიდრის სიმბოლოს ბროწეული. საგამოფენო პავილიონში თურქეთმა 40 ბროწეულისა და 2 ჭადრის ხე დარგო.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“ იტყობინება, რომ ძვირფასი ლითონების სავაჭრო ორგანიზაცია Troy-ს მიერ ამოქმედებული Gold Takas-ით სტამბოლის ძვირფასი ლითონების ბირჟა, ძვირფასი ქვების ბაზარი და ქაფალიჩარში ანი გრანდბაზარი მსოფლიო ინვესტორებისათვის გაიღო. სტამბოლის ბირჟასთან ინტეგრირებული Gold Takas-ით სისტემაში ანგარიშის გამხსნელი ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორი პირდაპირ სტამბოლის ბირჟაზე შესძლებს, როგორც ფიზიკური პირი, ოქროს, ვერცხლის, პლატინისა და პალადიუმის ნივთების შეძენა-გაყიდვას. 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები