თურქული პრესა-27.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

251765
თურქული პრესა-27.04.2015


მიმოხილვას გაზეთ ”სტარ”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანის კუვეიტში მოგზაურობის წინ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთს ტექნოლოგიის და თავდაცვის მრეწველობის სფეროში შეუძლია თავისი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიაროს კუვეიტს.
ისიც დაამატა, რომ შეხვედრებს ჩაატარებს კუვეიტის ინვესტიციის თურქეთში მოზიდვის და თურქი მშენებელი ფირმების კუვეიტში დასაქმების თემებზე.
გაზეთ ”ჰურრიეთ”-ის ცნობით, ახალი აბრეშუმის გზისთვის მნიშვნელოვანი კლიტის როლს შეასრულებს თურქეთი.
გაზეთი ყურადღებას ამახვილებს საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის ”თაობის გზის” სახელწოდების პროექტზე და ჩინეთის ანკარის ელჩის იუ ჰონგიანგის სიტყვებზე, რომლის მიხედვითაც აბრეშუმის გზის ახალი პროექტის ირგვლივ არსებობს სხვადასხვა გზები,
მაგრამ ეს გზები, სადაც არ უნდა გაიარონ, ვერ ასცდებიან თურქეთს. დადებით როლს შეასრულებენ ყველა სახელმწიფოს ცხოვრებაში და გაზრდიან მათ შორის თანამშრომლობას.
ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ შექმნილი აბრეშუმის გზა, ჩინეთიდან დაწყებული, გადიოდა ყაზახეთზე, უზბეკეთზე, რუსეთსა და საბერძნეთზე და მთავრდებოდა რუმინეთში.
გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი კი წერს, რომ უკანასკნელ წლებში Ar-Ge-ს ორიენტირებული პროცესისთვის მიცემული მნიშვნელობით და წახალისებით, არნახული წინსვლა განხორციელდა თურქეთის ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტში.
2001-2014 წლებში ყველაზე მეტ ექსპორტიორ 10 სექტორს შორის საავტომობილო და მანქანების წილი ყველაზე მეტი აღმოჩნდა.
გაზეთ ”საბაჰ”-ის ცნობით კი ევროპის ყველაზე საუკეთესო სავაჭრო ცენტრად იქნა არჩეული “Akasya Acıbadem”. ჯილდო გადაეცა ცენტრის გენერალურ დირექტორს ზეინებ აქდილს, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ჯილდო ხელს შეუწყობს კომპანიის უძრავი ქონების და საცალო სექტორების საერთაშორისო დონეზე აღიარებას. ეს არის თურქეთის და სტამბოლისთვის დიდი სარეკლამო შესაძლებლობა. გარდა ამისა, საერთაშორისო ინვესტორებს დაანახვებს თუ რამდენად სანდოა ინვესტიციების დაბანდებისთვის თურქეთი.
გაზეთი ”ჰაბერ თურქ”ი წერს მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრის ფიქრი იშიკის სიტყვების შესახებ. აღნიშნავს, რომ ახალი ავტომობილის პროტოტიპი ივნისში მზად იქნება.
გრძელვადიან, ადგილობრივ ელექტრო მანქანასთან ერთად, ასევე მუშაობენ სხვა ახალ მოდელზეც, რომელიც საწვავის ტიპით იქნება ალტერნატიული მოდელი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები