25.04.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვა

249787
25.04.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ”ვათან”-ით დავიწყებთ, რომელიც წერს, რომ Göktürk-1-ის სახელწოდების სატელიტური თანამგზავრი, რომელზეც, დასრულდა მუშაობა, საფრანგეთის ქალაქ კანნესში, საზეიმო ცერემონიით გაეცნო მსოფლიოს.
პროექტი ხელს შეუწყობს თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო მაღალი რეზოლუციური ინფორმაციების მოპოვებას.
Göktürk-1 თანამგზავრის ანკარაში გამოგზავნა მოხდება 7 მაისს. მისი გატყორცნა განხორციელდება 2016 წლის პირველ ნახევარში, ფრანგული გვიანადას ცენტრიდან.
თანამგზავრი, დღეში სავარაუდოდ გამოაგზავნის 278 ფოტოსურათს.
პროექტი, ტექნოლოგიით უზრუნველყო ასელსანმა, როკეტსანმა და თუბითაკმა.
გაზეთი ”საბაჰ”-ი წერს, რომ თურქეთში ინვესტიციისთვის გამოკვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად ჩამომსვლელ სპარსეთის ყურის Investcorp-ის ინვესტიციას, ბაჰრეინის Tadhamon Capital-ის ფონდიც შეუერთდა.
გაზეთი ”ვათან”-ი კი წერს, რომ თურქმა მშენებელ-ინჟინრებმა 2015 წლის სამ თვეში საზღვარგარეთის ქვეყნებში ივალდებულეს 2.8 მილიარდი დოლარის სამუშაო. საშუალოდ ამ პროექტის ღირებულება აღწევს 120 მილიარდ დოლარს.
პირველ ეტაპში, ის სახელმწიფოები სადაც ყველაზე მეტი სამუშაო უნდა ჩატარდეს არის თანმიმდევრულად ალჟირი, რუსეთი, თურქმენეთი, საუდის არაბეთი და აზერბაიჯანი.
გაზეთი ”ჰაბერ თურქ”-ი იუწყება, რომ მესოპოტამიის სამკაულების ფორუმზე, 250 პოლიციელის ზედამხედველობის ქვეშ, გამოფენილ იქნა 5 მილიარდი თურქული ლირის ღირებულების ოქროულობა და ბრილიანტი.
დიდი დაინტერესება დაიმსახურა 60 კგ-ი ოქროსგან დამზადებულმა ისტორიული კედლის მაკეტმა.
აქდამარის ეკლესიის, ილდიზის სასახლის, ანტიკური ქალაქის ასპენდოსის მსგავსი 10 ბუნებრივი და კულტურული ღირებულებების იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დროებით სიაში შესვლის შესახებ იტყობინება გაზეთი ”იენი შაფაკ”-ი.
აღნიშნავს, რომ მომდევნო ეტაპში მოხდება მათი ძირითად სიაში შეყვანა.

გაზეთი ”სტარ”-ი კი წერს, რომ თურქული ფილმების ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა ჩანაკკალის საზღვაო ბრძოლის ამსახველმა ფილმმა ”უკანასკნელმა წერილმა”.
ფილმის დამდგმელი რეჟისორია ოზჰან ერენი.
გაზეთ ”მილიეთ”-ის ცნობით ინგლისის მნიშვნელოვანი ორკესტრების ბასის დამკვრელი ვარსკვლავების გამაერთიანებელი ლონდონის ბრასსი, პირველად გამოვიდა ანკარის 32-ე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე.
ბრასსმა ანკარელი მუსიკის მოყვარულების დიდი მოწონება დაიმსახურა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები