თურქული პრესის მიმოხილვა 21.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

244049
თურქული პრესის მიმოხილვა 21.04.2015


მიმოხილვას გაზეთ სტარით ვიწყებთ, რომელშიც New York Times-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე სახელწოდებით ”ევროკავშირისთვის მაგალითად თურქეთი აჩვენა” ყურადღებაა გამახვილებული და მასში ვკითხულობთ. იტალიაში შეღწევის მცდელობაში მყოფი გემი, რომელსაც არალეგალები გადაჰყავდა და ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა, მსოფლიო მაშტაბით დიდ მწუხარებასთან ერთად, ერთგვარი კრიტიკის საგანიც გახდა. ამერიკული გაზეთი New York Times-სი სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და ევროკავშის მიგრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს რა, მაგალითად თურქეთს აჩვენებს. ”ევროკავშირს უფრო მეტი აფრიკელი მიგრანტის თავშესაფრის აღმოჩენის საშუალება არ აქვს, მაშინ, როცა მხოლოდ თურქეთი 1,7 მილიონ სირიელ ლტოლვილს იფარებს. ეს კი იმაზე მიუთითებს, თუ ევროკავშირი ადამიანის ღირსებას რამდენად აფასებს”. ნათქვამია New York Times-ის კრიტიკულ სტატიაში.


იენი შაფაქის მიხედვით თურქეთის ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის თებერვლის თვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თებერვლის თვეში თურქეთში 954 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ასევე სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებელში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, პირველი ორი თვის განმავლობაში 2 მილიარდ 711 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიციები ძირითადად ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სასაწყობე მეურნეობის და კავშირგაბმულობის სფეროში იქნა ჩადებული.

საბაჰი იუწყება, რომ თურქეთის და ევროპის პირველი ზღვაში გაშენებული ორდუ-გირესუნის აეროპორტი, რომელიც ზღვაში მიწის გრუნტის ავსებით იქნა აშენებული, მის ოფიციალურ გახსნამდე, უკვე დაიწყო მან რეგიონში ინვესტორების მიზიდვა. აეროპორტის გახსნა მიმდინარე წლის მაისის თვეშია დაგეგმილი და უცხოელმა ინვესტორებმა უკვე დაიწყეს რეგიონში უძრავი ქონების შეძენა. ორდუს გუბერნატორის ირფან ბალკანოღლუს თქმით: ”ინვესტორები ძირითადად მიწას ყიდულობენ, რათა საცხოვრებელი ბინები და სასტუმროები ააშენონ”.

ჰაბერთურქის მიხედვით თურქეთში ტყის მასივების და ჭაობების გავრცელებამ წყლის ფრინველთა სახეობის მომატებას შეუწყო ხელი. ტყისა და წყლის საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებით, გასულ წელს 51 განსხვავებულ ადგილას უნივერსიტეტების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დახმარებით 99 სხვადასხვა სახეობის წყლის ფრინველი იქნა დათვლილი.

ვათანი წერს, რომ თურქეთის ტურისტულ სამოთხედ მიჩნეული ბოდრუმში სახლების და სამუშაო ადგილების კარ-ფანჯრების ცისფერ ფერზე შეღებვა დაიწყეს. ბოდრუმის ყველაზე განმასხვავებელი თვისება მისი იერსახის შენარჩუნებაა. სწორედ ამ მიზნით დაიწყეს სახლების კარ-ფანჯრების ცისფერად შეღებვა. ამ ღონისძიების დასრულებას აპრილის თვის ბოლომდის აპირებენ, წერს ვათანი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები