თურქული პრესა 17.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

239210
თურქული პრესა 17.04.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც 21-22 აპრილს გაერო ნიუ ორკის შტაბ ბინაში სპეციალურ შეკრებას ჩაატარებს ღმერთის ბოლო შუამავალ და ისლამური რელიგიის ფუძემდებელ წმინდა მუჰამედის დაბადების კვირეულთან დაკავშირებით, რომელზედაც სიტყვით გამოვა თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს უფროსი, პროფესორი მეჰმეტ გორმეზი და მსოფლიო ლიდერებს გააცნობს როგორც წმინდა მოციქულის ცხოვრება-მოღვაწეობას, ასევე წმინდა ყურანზე დაყრდნობით ისლამის ეთიკურ და ზნეობრივ ღირებულებებზეც ისაუბრებს. მოკლედ, გაეროს შეკრებაზე ისლამურ სამყაროს პირველად წარადგენს თურქეთი, წერს იენი შაფაკი

საბაჰის მიხედვით გუშინ სტამბოლის ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე, Borsa İstanbul-ში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლითაც თურქეთი და ევროპა პირველად მოახდენენ წვრილი და საშუალო საწარმოების, KOBİ-ს ერთობლივი ობლიგაციების ექსპორტს, რაც ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას. ამ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ისეთი ფირმების აქციებს გაიტანს ექსპორტში, რომლებიც გაივლიან სპეციალურ შემოწმებას და მათი აქციები ხელსაყრელი იქნება ინვესტიციებისათვის, იუწყება საბაჰი

სტარის ეკონომიკური მიმომხილველი იტყობინება, რომ იტალიური ბანკი “Intesa Sanpaolo“ აქამდე თურქეთში საქმიანობებს სტამბოლში მოქმედი წარმომადგენლობის საშუალებით ახორციელებდა. გუშინ კი ბოლო წერტილი დაუსვა რა ამ წარმომადგენლობას, მის ადგილზე ბანკის ფილიალი გახსნა. როგორც განაცხადა ხსენებული იტალიური ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გეატანო მიჯიჩმა, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თურქეთის ბაზარში შესვლას და ამიერიდან ამ საქმეში ლომის წვლილს შეიტანს მათი ბანკის სტამბოლის ფილიალი. “ ჩვენი ბანკის ფილიალი ამავე დროს თურქული, იტალიური და უცხოური კომპანიების კლიენტებსაც პერსონალურ მომსახურებას გაუწევს"-განაცხადა მიჯიჩმა, წერს სტარი

“სტამბოლი ყველაზე პოპულარულ ქალაქად აღიარეს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას ჰაბერ თურქში და მასში ვკითხულობთ: აშშ-ში მოქმედმა კვლევითმა ცენტრმა Tripadvisor-მა საანკეტო გამოკითხვა ჩაატარა და გამოკითხულებმა ევროპის კატეგორიაში ყველაზე პოპულარული 25 ტურისტული ქალაქის სიაში პირველი ადგილი სტამბოლს მიაკუთვნეს, ხოლო მე-8 ადგილი კი კაპადოკიას. ასე რომ, ამ საანკეტო გამოკითხვის შედეგების მიხედვით "Travellers Choice“-ის ჯილდო სტამბოლს მიენიჭა. Tripadvisor-ის ანკეტაში მონაწილეებმა სტამბოლი პირველ ტურისტულ ქალაქად მომხიბლავი და მომაჯადოებელი გარემოს, მდიდარი ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობის, კეთილმოწყობილი სასტუმროების, უმაღლესი და იაფი მომსახურების, გემრიელი თურქული საჭმელებისა და სტუმართმოყვარეობის გამო დაასახელეს, Tripadvisor-ის საანკეტო გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს ჰაბერ თურქი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები