თურქული პრესა 16.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

238359
თურქული პრესა 16.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ძვირადღირებული იახტების წარმოებაში წარმატების მიღწევის შემდეგ თურქულმა საზღვაო სატრანსპორტო სექტორმა ტრაილერების გადაზიდვაში გამოყენებული სატვირთო გემების წარმოებაც დაიწყო. თუზლაში 21 თვეში აგებული 101 მეტრის სიგრძის და 19 მეტრის სიგანის „ბალიქესირ 10“-ს სახელწოდების სატვირთო გემი გუშინ ზღავში ჩაუშვეს. 52 ტრაილერის ტევადობის გემის აგებაზე, რომელიც ბალიქესირის კუნძულებს შორის იმოძრავებს, 7 მილიონი დოლარი დაიხარჯა. გემს ასევე შეუძლია ტანკის გადაზიდვაც.

გაზეთი „სტარი“-ს ინფორმაციით, საერთაშორისო შესყიდვებისა და ბაზრების სტრატეგიების მეორე საერთაშორისო კონფერენცია ხვალ სტამბოლში დაიწყება. კონფერენციაზე დამსწრეებს მიაწოდებენ ინფორმაციას ჩინური და ამერიკული შესყიდვების გიგანტური კომპანიების სტრატეგიების შესახებ და მის გავლენაზე კომპანიისა და ქვეყნის ეკონომიკაზე. კონფერენციის ფარგლებში ორ სპეციალურ მოხსენებას წაიკითხავს ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიულ და ასევე ეკონომიკის სფეროში პროფესორი გუან საბრამენიენი.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იტყობინება, რომ თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ გასულ წელში რამალაში მდებარე პალესტინის წითელი ნახევარ მთვარის ორგანიზაციის ალ ბირეს საავადმყოფოს 600 ათასი პაციენტისათვის საჭირო ჟანგბადის საწარმოო მოწყობილობა გადასცა. მოწყობილობის მიერ წარმოებული ჟანგბადის 40% საავადმყოფოს ხმარდება და დანარჩენი კი სასწრაფო დახმარების ავტომობილებსა და სახელმწიფო საავადმყოფოებს უფასოდ ურიგდებათ. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მიერ ღაზაში განხორციელებული მარილისაგან გაწმენდის პროექტის წყალობით ყოველ დღიურად დაახლოებით 600 ათას მოსწავლეს სუფთა სასმელი წყალი მიეწოდება.

ამერიკელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ალცჰაიმერი იმუნიტეტის სისტემასთან არის დაკავშირებული და ავადმყოფობის მკურნალობა იმუნური სისტემის დაავადების მქონე პაციენტების მსგავსი მეთოდითაა შესაძლებელი - წერს გაზეთი „ვათანი“. შედეგების მიხედვით, იმუნურ სისტემაში ტვინის დამცავი ზოგიერთი უჯრედი არგინინის სახელწოდების ამინომჟავას აწარმოებს. მკვლევარები აცხადებენ, რომ თაგვებზე ჩატარებული გამოცდებით დადგინდა, რომ მცირე მოლეკულებიანი მედიკამენტებით ტვინისკენ მიმავალ ძარღვებში ფენის წარმოქმნისა და მეხსიერების დაკარგვისათვის ხელის შეშლა შესაძლებელია.

და ბოლოს, გაზეთი „მილიეთი“-ს ინფორმაციით, ეგეოსის სანაპიროებზე 2 კვირიანი ცივი და ნალექიანი ამინდის შემდეგ დათბა, ჰაერის ტემპერატურამ 24-ს, ზღვის წყლისამ კი 19 გარდუსს მიაღწია, რის გამოც ბოდრუმში დამსვენებლებმა და ტურისტებმა ზღვის სანაპიროებს მიაშურეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები