თურქული პრესის მიმოხილვა 15.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

236353
თურქული პრესის მიმოხილვა 15.04.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰით დავიწყებთ რომელიც პრეზიდენტ ერდოღანის გუშინდელ განცხადებას უთმობს ადგილს რომელშიც იგი ეხება რა ეროვნული ვალუტის, ლირის გაუფასურებას, იმედს გამოთქვამს, რომ თურქი ექსპორტიორები ამას თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ და თავიანთ მოკრძალებულ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.

სტარის მიხედვით აშშ-ს პროვაიდერმა ბანკმა JP Morgan-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც იგი საერთაშორისო ინვესტორებს თურქეთში კაპიტალის დაბანდებისაკენ მოუწოდებს. JP Morgan-ის მიხედვით მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის დაცემის გამო ამ წლის ბოლოს თურქეთში იმფლაცია და ბიუჯეტში ღია დეფიციტი შემცირდება, რაც ხელს შეუწყობს რეალური შემოსავლის გაზრდას და ამიტომ სარგებლიანად მიიჩნევს თურქეთში ინვესტიციების დაბანდებას.

იენი შაფაქი იუწყება, რომ ჰოლანდიელ და თურქ კინო მოყვარულები მალე ერთად შეიკრიბებიან. მათ ჰოლანდიაში მოქმედი თურქეთის სამეცნიერო ფონდის მხრიდან ჩასატარებელი ”წითელი ტიტის კინოფესტივალი” ელოდებათ, რომელიც 29 მაისიდან 6 ივნისამდეს გაგრძელდება. ფესტივალი ჰოლანდიის ქალაქებში, როტერდამში, ამსტერდამში და ეინდჰოვენში გაიმართება. ეს ფესტივალი წელს მესამედ იმართება, რომელზედაც სპეციალური პრემია, ”მშვიდობის ჯილდო” გადაეცემათ მის ლაურეატებს. ეს ჯილდო გასულ წელს თურქ მსახიობ ფატმა გირიქს გადაეცა, მიმდინარე წელს კი ეს ჯილდო ფილიზ აქინს უნდა გადაეცეს. ფესტივალს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ხელოვანები და სხვა სტუმრები დაესწრებიან.


ჰაბერ თურქი წერს, რომ 26 აპრილს სტამბოლში დაგეგმილ ათლეტიზმის ფარგლებში ნახევარ მარათონიან შეჯიბრში რეკორდის მოხსნას ელოდებიან და ამისათვის ყველა მზადება დასრულებულია. ამ მარათონში მსოფლიოში ცნობილ ათლეტებთან ერთად 8 ათასი მოხალისეც მიიღებს მონაწილეობას, რითაც ასევე მსოფლიო რეკორდის მოხსნას აპირებენ.

ვათანში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ”კარდაშიანის ძმა ანტალიაში ჩამოდის” და მასში ვკითხულობთ. მსოფლიოში ცნობილი შოუს ვარსკვლავის, ამერიკელი კიმ კარდაშიანის ნახევარი და კანდელ ჟენერი ანტალიაში ჩამოდის. 19 წლის მოდელი 14-18 ივნისს ანტალიაში გასამართ მე-20 Dosso Dossi Fashion Show-ში მიიღებს მონაწილეობას.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები