თურქული პრესის მიმოხილვა 10.04.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

232931
თურქული პრესის მიმოხილვა 10.04.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერ თურქით დავიწყებთ, რომელშიც თურქეთის სახელმწიფო მინისტრის ევროინტეგრაციის საკითხებში, ვოლქან ბოზკირის მიერ გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირ-თურქეთის ერთობლივ საკონსულტაციო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში ვოლკან ბოზკირმა თქვა, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ზოგიერთი ევროპული სახელმწოფოები სხვადასხვა ხელოვნურ პრობლემებს და დაბრკოლებებს ქმნიან, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ანკარა მაინც აგრძელებს რეფორმების გატარებას”. ბოზკირმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის შემდეგ ორი წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდება ყველა საკითხის მოგვარება. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთის ფინანსური მაჩვენებელი, ევროკავშირის წევრ 22 ქვეყანაზე უფრო უკეთეს მდგომარეობაშია.

იენი შაფაქში ვკითხულობთ სტატიას სახელწოდებით ” TANAP-ის მიმართ ინტერესი მატულობს” და მასში ვკითხულობთ. საუკუნის პროექტად მიჩნეული ტრანს ანატოლიის გაზსადენის TANAP-ის პროექტის მიმართ ინტერესი დღითი დღე მატულობს. აზერბაიჯანის, თურქეთის და ინგლისური ფირმა BP-ის აქციების მქონე პროექტში ირანთან ერთად სხვა ქვეყნებსაც ინვესტიციების ჩასადებად განცხადებები შეაქვთ. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა თანერ ილდიზმა განაცხადა, რომ ”იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ურთიერთობების კომერციულ პირობებზე შეთანხმება მიღწეული იქნება, ირანსაც შეეძლება TANAP-იდან წილის მიღება. პროექტ TANAP-ის მეშვეობით კასპიის ზღვის გაზის ევროპაში გატანა 2018 წელში უნდა დაიწყოს, წერს იენი შაფაქი.

სტარი იუწყება, რომ თურქეთში ინვესტიციების ჩამდებმა ბურგან ბანკმა, რომლის ცენტრალური ოფისიც ქუვეითშია, თურქეთში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. Burgan Bank-ის თურქეთის ფილიალის გენერალურმა დირექტორმა მურად დინჩმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ბანკს ამჟამად მთელს მსოფლიოში 59 ფილიალი აქვს და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თურქეთის ჩათვლით ფილიალთა მთლიანი რაოდენობა 100-მდე გაიზრდება.

საბაჰი წერს, რომ რომის კათოლიკური ეკლესიის ”მონაზონთა კავშირი” სტამბოლის ყველაზე პრესტიჟულ ადგილად მიჩნეულ ბებექში 40 ჰექტარ მიწას ითხოვს რომლის ღირებულებაც 200 მილიონი ევროა. მათი განცხადებით ეს მიწა მათ ეკუთვნით, რის გამოც ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ კი ეს სარჩელი არ დააკმაყოფილა. ევროპის სასამართლოს განმარტებაში აღინიშნა, რომ ზემოთხსენებული მიწის მონაზონთა კავშირის საკუთრებაში ყოფნის შესახებ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამჟამად ფრანგული საშუალო სკოლაა განთავსებული, რომელიც ადრე ობოლთა თავშესაფრად და ფსიქიატრიულ სავადმყოფოდ გამოიყენებოდა.

მილლიეთის მიხედვით თურქეთის იაქინ დოღუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნედიმე სერაქინჯი, იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ სამეცნიერო და საკონსულტაციო მრჩევლად მიიწვია. სერაქიჯი საზოგადოებაში ცნობილია როგორც სიმსივნის, ღეროვანი უჯრედების და გენეტიკური მკვლევარი. იგი იტალიიდან მიღებულ მიწვევას დაეთანხმა და ამის შემდეგ იტალიაში ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარებაში თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები