თურქული პრესა 27.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

283692
თურქული პრესა 27.03.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში გადასვლის შემდეგ ანკარის ჩანკაიას საპრეზიდენტო რეზიდენცია პრემიერმინისტრს გადაეცა და დავუთოღლუ ამ დღეებში გადასახლდა რა მასში, პირველი ოფიციალური შეხვედრა აქ დაზვერვის შეფ ჰაქან ფიდანთან გუშინ ჰქონდა და განიხილეს ქურთებთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესი და იემენში მიმდინარე მოვლენები

ვათანის კორესპონდენტი გერმანიიდან იუწყება, რომ ჰამბურგის პროვინციის პარლამენტარმა მწვანეებიდან, წარმოშობით თურქმა პარლამენტარმა, ქალბატონმა ნებაჰათ გუჯლუმ რასისტული შინაარსის შემცველი წერილი მიიღო მერიის ფოსტით, რომელშიც მას ყელის გამოჭრით ემუქრებიან. ამავე ინფორმაციით მუქარის შემცველი მესიჯი მიიღო ასევე ფედერალური მთავრობის სახელმწიფო მინისტრმა თურქებისა და მუსლიმანების საკითხში, ასევე წარმოშობით თურქმა ქ-მა აიდან ოღუზმა

“ანკარამ ხელი მოაწერა ორგანოებით ვაჭრობის საწინააღმდეგო ევროპულ კონვენციას“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის მთავრობამ გუშინ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ორგანოებით არალეგალური ვაჭრობის წარმოების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას და ამით თურქეთი მთელს მსოფლიოში რიგით მე-14 სახელმწიფო გახდა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. სტატიისვე მიხედვით შეთანხმება უპირატესობებს და წამახალისებელ გარემოებებს, მათ შორის ფულად დახმარებებს შეიცავს ორგანოების ნებაყოფლობითი მჩუქებლებისათვის და შუამავლებისათვის, ხოლო ამის პარალელურად ამიერიდან აქტიურად იქნება დაცული დაზარალებულთა უფლებებიც

სტარის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ ჩინეთის ინიციატივით აზიაში ერთი საერთო აზიური, აზიის ინფრასტრუქურის საინვესტიციო ბანკი იქმნება, რომელიც მიზნად ისახავს ამ კონტინენენტზე სატრანსპორტო, ენერგეტიკული, სატელეკომუნიკაციო, კავშირგაბმულობის და სხვა ინფრსტრუქტურებისათვის ინვესტიციების გაზრდას და ამ მიზნით მომზადებული პროექტების სასწრაფო განხორციელებას. ეს ბანკი ექსპლოატაციაში გადაცემის შემდეგ მეტოქე გახდება მსოფლიო ბანკისა და აზიის აღორძინების ბანკისა და მისი პარტნიორი გახდება თურქეთიც, რომელმაც უკვე ამ მიზნით განცხადება შეიტანა კიდეც, წერს სტარის ეკონომიკური მიმომხილველი

და ბოლოს ჰაბერთურქი თავის მკითხველებს ახარებს, რომ 11-12 აპრილს პირველად ეწვევა თურქეთს სპირიტუალიზმის მიმდინარეობის დამფუძნებელი ლეე კაროლ კრიონი, რომელსაც სხვა ქვეყნების მსგავსად თურქეთშიც 10 ათასობით მიმდევარი ჰყავს და ამიტომ სტამბოლში რამდენიმე ღონისძიებას გამართავს რა, მათზე თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთისადმი მშვიდობის, სიყვარულის, ტოლერანტიზმის და პოზიტიური ენერგიის მესიჯებს გაავრცელებს. ამ მეტაფიზიკოსის და მწერლის 16 ნაწარმოებია თარგმნილი თურქულ ენაზე, რაც მის პოპულარობაზე მეტყველებს, წერს ჰაბერთურქი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები