თურქული პრესა 22.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

275999
თურქული პრესა 22.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მსოფლიო ბანკის გლობალური ისლამური ფინანსური განვითარების ცენტრის დირექტორმა ზამირ იქბალმა განაცხადა, რომ თურქეთმა ბოლო 10 წელიწადში როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე ფინანსური სექტორის განმტკიცების საკითხებში დიდ წარმატებას მიაღწია. მისი თქმით: „ამ პერიოდში თურქეთის საბანკო სექტორმა სხვა განვითარებადი ქვეყნების საბანკო სექტორებთან შედარებით საკმაო წარმატებას მიაღწია“. იქბალის განცხადებით, თურქეთს ისლამურ საბანკო სექტორში დიდი პოტენციალი გააჩნია.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ Angry Birds-ი, რომელსაც მსოფლიოში დაახლოებით 500 მილიონი ადამიანი თამაშობს, თურქეთის მსოფლიოსათვის გაცნობაში თავის წვლილის შეიტანს. გაზეთის თანახმად, კულტურისა და ტურიზმის სამინსიტროს პრეზენტაციების გენერალური სამმართველოს დირექტორმა ირფან ონალმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზენტაციის საკითხში თანამედროვე პროექტები შექმნეს და Angry Birds-სა და Subway Surfers-ის მსგავსი თამაშებით თურქეთს მსოფლიოს გააცნობენ. მისივე თქმით, ამავე მიზნით "google"-ის თაოსნობით "yahoo"-ს, "facebook"-სა და "instagram"-ს მსგავს ცნობილ ფირმებთან თანამშრომლობენ.

ხელოვან გულსუნ კარამუსტაფას, რომელიც განსაკუთრებით ემიგრაციის საკითხზე საზოგადოებრივი სამუშაოებით არის ცნობილი, ჰოლანდიაში პრინც კლაუსის სახელობის ჯილდო მიანიჭეს - წერს გაზეთი „მილიეთი“. სტატიის მიხედვით, ვიზუალური ხელოვნების სფეროში მოღვაწე კარამუსტაფა 95 კანდიდატს შორის შეირჩა. 

„სტარი“-ს მიხედვით, გაეროს მიერ მომზადებული მსოფლიოს წყლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში წყლის რესურსები სწრაფად მცირდება და 2030 წელში მსოფლიოში სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიისა და პირადი მოხმარების წყლის მხოლოდ 60%-ის დაკმაყოფილება მოხერხდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიწისქვეშა წყლის რესურსებიც სწრაფად მცირდება და კლიმატური ცვლილებების გავლენით ნალექებიც თანდათან არა რეგულირებადი გახდება.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით ავსტრალიელმა მკვლევარებმა ექოსკოპიის მეშვეობით ალცჰაიმერის გამომწვევი „ამილოიდის ფენების“ განადგურების მეთოდი შექმნეს. თაგვებზე ჩატარებული ცდების მეშვეობით ალცჰაიმერის შედეგად დაკარგული მახსოვრობის 75%-ს აღდგენა გახდა შესაძლებელი, რამაც ადამიანების განკურნების იმედი გააჩინა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები