თურქული პრესის მიმოხილვა 18.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

270444
თურქული პრესის მიმოხილვა 18.03.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერ თურქით დავიწყებთ, რომელშიც პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუს მხრიდან აშშ-ს და ევროკავშირის მიერ სირიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ სირიის პოლიტიკასთან დაკავშირებით აშშ-ს და ევროკავშირის მიერ ასადთან მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების შესახებ გაკეთებული განცხადება მკაცრად გააკრიტიკა. ”თუ ასადთან მოლაპარაკებებს დაიწყებთ, ეს ისტორიაში შავ ლაქად ჩაიწერება. ასადთან მოლაპარაკება ეს ჰიტლერთან, მილოშევიჩთან, სადდამთან მოლაპარაკების მსგავსი იქნება. ასადთან მოლაპარაკების გამმართველები, ახლო აღმოსავლეთში მოსალოდნელ მოვლენებზე პასუხისმგებლებიც იქნებიან, განაცხადა დავუთოღლუმ, წერს ჰაბერ თურქი.

სტარიში ვკუთხულობთ სტატიას სახელწოდებით ”ენერგეტიკის მოთამაშეები თურქეთში იკრიბებიან” და მსაში ვკითხულობთ: ევროპის სიდიდით მეორე საერთაშორისო ენერგეტიკის და გარემოს დაცვის გამოფენა ”ICCI 2015”, 6-8 მაისს სტამბოლში გაიმართება რა, მასში თავიანთ ნაწარმოებს 450-მდე ადგილობრივი და უცხო ფირმები გამოფენენ. ამის პარალელურად გამოფენაზე აშშ-დან, ჩინეთიდან, დანიიდან, სამხრეთ კორეადან, ინდოეთიდან და სხვა მრავალი ქვეყნებიდან ჩამოსული ფირმები თურქეთის ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე დიდ თურქულ ფირმებთან შეხვედრებს გამართავენ.


იენი შაფაქი წერს, რომ დასავლეთი მართალია ყოველთვის სიტყვის თავისუფლებაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ამ დროს საკუთარი უსაფრთხოებისათვის საზღვრებს არ ცნობენ. მართლაც და ევროკავშირის მრავალმა ქვეყანამ, ანტიტერორისტული კანონის ფარგლებში ისეთი მუხლები მიიღეს, რომლებითაც მუსლიმანების უფლებებს ზღუდავენ. ახლა ასეთ ქვეყნებს საფრანგეთიც დაემატა, სადაც ვითომც ანტიტერორისტული თვალსაზრისიდან გამომდინარე მუსლიმანური ინტერნეტ საიტები დახურეს. პარიზიდან გავრცელებული ცნობით საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი ინტერნეტ საიტი დაბლოკა, ვკითხულობთ იენი შაფაქში.

ვათანის ეკონომიკური მიმომხილველი აშშ-ს ცენტრალური ბანკის მიერ გასაკეთებელ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: მთელი მსოფლიო აშშ-ს ცენტრალური ბანკის მიერ გასაკეთებელ განცხადებას ელოდება. აშშ-ს ცენტრალური ბანკი თუ გააკეთებს განცხადებას შინაარსით ”მომთმენი უნდა ვიყოთ”, მაშინ ეს ნიშნავს რომ აშშ-ს ცენტრალური ბანკი ივნისში პროცენტს თანდათან ასწევს და მაშინ დოლარის ფასი მსოფლიო ბაზრებზე დაიკლებს. ახლა თურქეთის ცენტრალური ბანკიც, აშშ-ს ცენტრალურ ბანკის მიერ გასაკეთებელ განცხადებას ელოდება და საპროცენტო განაკვეთის დაწევას ან აწევას მისი მიხედვით გააკეთებს.

საბაჰის მიხედვით საერთაშორისო საკრედიტო და სარეიტინგო სააგენტო ”Standard & Poor”-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ თურქეთში 2015 წელს ბინათმშენებლობის სექტორში შიდა მოთხოვნა გაიზრდება და მის ფარგლებში გაიზრდება უცხოელების მიერ თურქეთში ნაყიდი ბინების რაოდენობა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები