თურქული პრესა 16.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

265498
თურქული პრესა 16.03.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც თურქეთის გენშტაბმა თავის ინტერნეტ გვერდზე 100 წლის წინ მომხდარი ჩანაქკალეს საზღვაო ბრძოლის დღემდე უცნობი ფოტოსურათები გამოაქვეყნა, რომლებშიც საომარი სცენები და გამარჯვების სულისკვეთებით აღვსილი თურქი ჯარისკაცების ყოველდღიური ფრონტული ცხოვრებაა ასახული. ამ სურათებს შორის ყველაზე დიდ ყურადღებას იწვევს 13 წლის მოხალისე ბიჭი და ხელ დაკარგული ახალგაზრდა ყმაწვილი, წერს სტარი

იენი შაფაკი თურქეთის სირიასთან მოსაზღვრე ქალაქ გაზიანთების მერ ფატმა შაჰინთან ინტერვიუს აქვეყნებს და მასში მერი გულისტკივილით ეხება რა სირიელი ლტოლვილების სავალალო მდგომარეობას, ამბობს რომ, სამწუხაროდ მთელი მსოფლიო შორიდან ადევნებს თვალყურს ესადის რეჟიმის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას, ხოლო გაერო კი ამ დროს მხოლოდ დაღუპულთა რაოდენობის დამთვლელ ორგანიზაციად გადაიქცა რა, არაფერს მოქმედებს სისხლისღვრის შეჩერებისა თუ ლტოლვილთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის საკითხებში. “როცა დასავლეთელ ერთ კაცსაც კი ცხვირი მოსტყდება, გაერო და დასავლეთი ერთ უშველებელს სტეხენ, მაგრამ სირიაში ასი ათასობით კაცი დაიღუპა და ამაზე ყველა დუმს“, ხაზგასმით აღნიშნა შაჰინმა, ვკითხულობთ იენი შაფაკში

“Hugh Jackman-ი სტამბოლშია“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას საბაჰში და მასში წერია, რომ ოსკარის მფლობელი ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ ჯეკმენი თავის ოჯახთან ერთად სტამბოლში ჩამოვიდა და აქ 17-20 მარტს ბროდვეის სპექტაკლებს დადგამს. აეროპორტში გავცელებულ განცხადებაში მან თქვა, რომ ძალიან აინტერესებს თურქული ფახლავა და ახლა მისი დაგემოვნების შესაძლებლობა ექნება

ვათანი ირანის ერზრუმის მთავარ კონსულ ჰუსეინ გაშემის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ კვირას ნოვრუზ ბაირამობის აღსანიშნავად თურქეთში გადმოვა 200 ათასამდე ირანელი, რომლებიც ირანში ამ ბაირამობასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ერთ კვირიან შვებულებას აქ გაატარებენ და ისინი თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილ საბაირამო ღონისძიებებს დაესწრებიან

ჰურრიეთის კორესპონდენტი აშშ-დან იტყობინება, რომ ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე საკამათო 80 ათასი ჰექტარი ტყე თურქულმა ფირმა Yıldız Entegre-მ 100 მილიონ დოლარად შეისყიდა. ჰოფმანის სახელწოდების ეს ტყე ჩრდილოეთ კაროლინას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეკუთვნის და თავის დროზე ეს ტყე სამეცნიერო კვლევებისათვის იყიდა ხსენებული უნივერსიტეტის დამფუძნებელმა იულიუს ჰოფმანმა, თუმცა ხე-ტყის გაყიდვისაგან უნივერსიტეტს წელიწადში 2 მილიონი დოლარი შემოსავალიც ჰქონდა, აღნიშნავს ჰურრიეთის ამერიკელი კორესპონდენტი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები