თურქული პრესა 13.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

261661
თურქული პრესა 13.03.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ერდოღანმა გუშინ ცენტრალური ბანკის თავჯდომარე ერდემ ბაშჩი მიიღო და ამ შეხვედრამ ნდობა გაზარდა რა საფინანსო ბაზრებზე და საფონდო ბირჟებზე, დოლარის ფასმა ლირასთან მიმართებაში კლება დაიწყო, ხოლო ამის პარალელურად საშუალო ინდექსი მოიმატეს აქციებმაც. ეკონომისტების აზრით ეს შეხვედრა დადებით ზეგავლენას მოახდენს მთლიანად თურქეთის ეკონომიკაზე და ამიერიდან დოლარიც უფრო სტაბილური გახდება

სტარი ინტერვიუს აქვეყნებს მსოფლიოს ყველაზე უძველესი და უდიდესი ქიმიური ფირმის "BASF“-ის თურქეთის, ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის განყოფილების ხელმძღვანელ ვოლკერ ჰამმესთან, რომლის თქმითაც ეს ფირმა შექმნის 150-ე წლისთავს აღნიშნავს და მიუხედავად მთელს მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილური ეკონომიკური და ფინანსური განვითარებისა, ფირმა თავის პერფორმანსს უფრო და უფრო ზრდის და მის კვალობაზე უახლოეს წლებში მარტო თურქეთში ბრუნვას 1 მილიარდ ევრომდე გაზრდიან. მისივე თქმით 135 წელია რაც მათი ფირმის ფილიალი მოქმედებს თურქეთში და აქ წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს 80 ქვეყანაში იგზავნება

ჰურრიეთის ეკონომიკური მიმომხილველი აღნიშნავს, რომ თურქული ბრენდების პოპულარობა მთელს მსოფლიოში დღითიდღე იზრდება, განსაკუთრებით მზა ტანსაცმლის და ავეჯის სფეროებში და დღესდღეობით მსოფლიოს 90-მდე ქვეყანაში 3 ათასამდე თურქულ ბრენდს გააჩნია მაღაზიები. თურქული ბრენდების გაერთიანების მონაცემებით ამ მაღაზიების რაოდენობას უცხოეთის ქვეყნებში ამ წლის ბოლომდე 3750-მდე გაზრდიან. ამავე მონაცემებით თურქულ მზა ტანსაცმელს ყველაზე მეტი, 707 მაღაზია რუსეთში გააჩნია და მას უკრაინა, ყაზახეთი და აზერბაიჯანი მოჰყვებიან, ხოლო დასავლეთის ქვეყნებს შორის კი ყველაზე მეტი მაღაზია ამერიკაშია

ჰაბერ თურქის კორესპონდენტი ამერიკიდან იტყობინება, რომ აშშ-ში მოქმედმა ერთმა თურქულმა სამშენებლო ფირმამ საფრანგეთის ქალაქ კანში მოწყობილ უძრავი ქონების გამოფენაზე პირველი ადგილი დაიკავა და სწორედ ეს ფირმა გააშენებს აშშ-ს ყველაზე მაღალი ცათამბჯენის “Empire State“-ის გვერდზე 60 სართულიან ახალ შენობას და მანჰეტტენზე მდებარე ამ ახალ ცათამბჯენში სასტუმროები, ფირმები, ბანკები და სავაჭრო ცენტრები განლაგდებიან

საბაჰი კულტურის გვერდზე იტყობინება, რომ ჩანაქკალეს ბრძოლაში გამარჯვების მე-100 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში დეფილე მოეწყო, რომელზედაც 100 წლის წინ ამ ომში მონაწილე თურქების, ინგლისელების, ფრანგების, ავსტრალიელების და ახალი ზელანდიელების იმ დროინდელ სამოსელს ამჯერად ქალები ჩაიცვამენ და ისე გამოვლენ პოდიუმზე. ეს დეფილე ჩანაქკალეს შემდეგ პარიზში, ლონდონში და სიდნეიში გაიმართება, წერს საბაჰი


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები