თურქული პრესა 01.03.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

242483
თურქული პრესა 01.03.2015




დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც ქურთ ტერორისტებთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესში პირველი წარმატება მიღწეულია, რადგან ქურთ ტერორისტთა ლიდერმა, სამუდამო პატიმრობა მისჯილმა აბდულლაჰ ოჯალანმა ქურთულ მუშათა პარტიას საპყრობილიდან მოუწოდათ, განიარაღების მიზნით ამ უახლოეს ხანებში საერთო ყრილობა მოიწვიონ. ამ მოწოდების შესახებ ცნობილი გახდა გუშინ, ქურთ პარლამენტარებსა და თურქეთის ვიცე-პრემიერ იალჩინ აქდოღანს შორის სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლეში ჩატარებული მორიგი შეხვედრის შემდეგ. ტერორისტების განიარაღების შემთხვევაში ანკარა სწრაფად დაიწყებს ქურთების დემოკრატიული მოთხოვნების განხორციელებას და აღმოსავლეთ ანატოლიაში სამუდამო მშვიდობა დამყარდება რა, არც ქურთი და არც თურქი დედები აღარ იგოდებენ დაღუპული შვილების გამო, წერს სტარი და ამატებს რომ, ახლა თურქეთის მთავრობა ელის, თუ როდის დაიწყებენ ქურთები ოჯალანის მოწოდების ცხოვრებაში განხორციელებას

იენი შაფაკიც ეხება ამ თემას და იქვე პრემიერმინისტრ დავუთოღლუს განცხადებას ანთავსებს, რომელშიც ისიც მიესალმა ოჯალანის მოწოდებას და თქვა, რომ, თუ ეს მოწოდება ცხოვრებაშიც გატარდება, მაშინ, თურქეთში სამუდამო მშვიდობა დამყარდება და ქვეყანა უფრო სწრაფად განვითარდება როგორც ეკონომიკური, ასევე დემოკრატიული მიმართულებით.

“თურქული ლიტერატურის დიდ მუხა გარდაიცვალა“, ასეთი საერთო სათაურით ეხებიან დღევანდელი გაზეთები 92 წლის ასაკში გარდაცვლილი უდიდესი თურქი და ქურთი მწერლის იაშარ ქემალის გარდაცვალებას. ეს მხცოვანი მწერალი ბოლო თვეები ფილტვების ანთების და გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში მკურნალობას გადიოდა და იმ დღეს დაიღუპა, როცა ოჯალანმა ქურთ ტერორისტებს განიარაღებისკენ მოუწოდა. რამეთუ ბატონმა ქემალმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება და კალამი ქურთების და თურქების ძმურად ცხოვრებას შეალია და ის იყო პირველი თურქი მწერალიც, რომელიც წარდგენილი იყო ნობელის პრემიის კანდიდატურაზე, მაგრამ, სამწუხაროდ ეს პრემია მასზე არ გაიცა. იაშარ ქემალის რომანები და ნოველები მსოფლიოს 40 ენაზეა ნათარგმნი და გამოცემული, წერენ დღევანდელი გაზეთები

იენი შაფაკში კიდევ ერთი მასალა იპყრობს ყურადღებას. მისი მიხედვით აშშ-ს პოპულარულმა ანალიტიკურმა ცენტრმა Stratfor-მა ანგარიში გამოაქვეყნა და მასში ხაზგასმულია, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში თურქეთი ეკონომიკურ ზრდას გააგრძელებს და რეგიონის მთავარ მოთამაშედ გადაიქცევა, როცა მისი ზრდის ფონზე ევროკავშირი დასუსტდება და მის დატოვებას დაიწყებენ წევრი ქვეყნები


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები