თურქული პრესის მიმოხილვა 23.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

228727
თურქული პრესის მიმოხილვა 23.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ ჰაბერ თურქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის სახელწოდებაა, ”შაჰ სულეიმანის ოპერაციის გადაწყევეტილება გასულ თვეში იქნა მიღებული”  რომელშიც პრემიერ დავუთოღლუს ოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ვკითხულობთ. პრემიერ აჰმედ დავუთოღლუმ სირიის ტერიტორიაზე მდებარე შაჰ სულეიმანის მავზოლეუმის ოპერაციასთან დაკავშირებით დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით სირიაში კონფლიქტების მატებასთან დაკავშირებით დირექტივა გაგზავნეს. ”ოპერაციასთან დაკავშირებით ნებართვა არავისგან აგვიღია, და დახმარებაც არავისგან არ გვითხოვნია, ამ ოპერაციის გადაწყვეტილება ჩვენმა მთავრობამ მიიღო და იგი პრეზიდენტმაც დაამტკიცა”, განაცხადა მან და დაამატა, რომ ოპერაციის დრო ბოლო წუთამდის გასაიდუმლოებული იყო. შაჰ სულეიმანის ოპერაციაში 572 ჯარისკაცი მონაწილეობდა, რომლებმაც თურქეთის დროშა ახალ ადგილას აღმართეს და უკან დაბრუნდნენ, წერს ჰაბერ თურქი.

იენი შაფაქის მიხედვით სულეიმან შაჰის მავზოლეუმის ახალი ადგილი სირიაში სოფელი ეშმელია, რომლის ერთი ნაწილი თურქი ჯარების კონტროლის ქვეშაა. ორ ხეობაში მყოფი სოფელი სპეციალურად იქნა შერჩეული და რეგიონში თურქული ჯარის ქვედანაყოფებია განთავსებული. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა მავზოლეუმის ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო. ამავე ცნობით თურქეთმა ოპერაციის დაწყებამდის ISIS-ს ყოველგვარი თავდასხმის შესახებ გაფთხილებითი ნოტა გაუგზავნა.

ჰურრიეთი წერს რომ ”ხოჯალის გენოციდი ანკარაშიც გაიხსენეს”. აზერბაიჯანის ხოჯალის რაიონში 1992 წლის 26 თებერვალს სომეხთა მიერ განხორციელებულ გენოციდთან დაკავშირებით ანკარაშიც ხსოვნის ღონისძიებები გაიმართა. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით გამართულ საღამოზე პრეზიდენტის პრესპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა თქვა: შერიგებაზე უარის მთქმელ სომხეთს მოვუწოდებთ, თურქეთს მთელს კავკასიაში მშვიდობა და განვითარება სურს და იგი მთიანი-ყარაბაღის ოკუპაციის დასასრულებლადაც მზადაა, სომხეთი თუ არის მზად? თურქეთის მიმართ მტრული განწყობით და არ არსებული ისტორიული სცენარებით ვერაფერს მიაღწევენ, განაცხადა მან.
საბაჰი იტყობინება რომ პრეზიდენტ ერდოღანის ოცნებას, ადგილობრივი ავტომობილის წარმოების შესახებ, სტამბულის გელიშიმის უნივერსიტეტმა შესაბამისი პროექტის მომზადებით უპასუხა. უნივერსიტეტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა ახალი ადგილობრივი ავტომობილის პროექტი დაამზადეს, რომელიც ელექტრო ენერგიით მუშაობს. ახლად დამზადებულ ავტომობილს ”ბაბაიღითი” უწოდეს.

სტარის მიხედვით თურქეთში მედიცინა სწრაფად ვითარდება. სავადმყოფოებში რობოტების მეშვეობით ჩატარებული ოპერაციები წარმატებით მიმდინარეობს. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით თურქი მედიკოსები როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ქვეყნების მედიკოსებს სხვადასხვა სფეროში თავიანთ გამოცდილებებს უზიარებენ. აჯიბადემის უნივერსიტეტის ექიმმა ალი რიზა ქურალმა ესპანეთიდან ჩამოსულ 80 უროლოგს კურსი ჩაუტარა. მან სტუმრებს ასევე რობოტების მეშვეობით ჩატარებული ოპერაციების შესახებაც მიაწოდა ინფორმაციები.

ვათანი ეკონომიკურ გვერდზე ადგილობრივ ინდუსტრიულ წარმოებაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში მეცნიერების, მრეწველობის და ტექნოლოგიების მინისტრის ფიქრი იშიქის განცხადებას ვკითხულობთ: ”ინდუსტრიული წარმოების მხარდასაჭერი ახალი პაკეტი შევიმუშავეთ, რომელსაც დასრულების შემდეგ პრემიერი დავუთოღლუ საზოგადოებას გააცნობს”, განაცხადა მან. იშიქმა ასევე დასძინა, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად ხელმისაწვდომი კრედიტები უნდა გამოიყოს, რაც ადგილობრივი წარმოების მატებასთან ერთად, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც შეუწყობს ხელს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები