თურქული პრესის მიმოხილვა 13.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

217891
თურქული პრესის მიმოხილვა 13.02.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას ვკითხულობთ და მასში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აშშ-ს მთავრობას 3 მუსლიმანი ახალგაზრდის მკვლელობაზე დუმილის გამო მკაცრად აკრიტიკებს. ერდოღანმა აღნიშნა: ”განსაკუთრებით აშშ-ს პრეზიდენტს ობამას მოვუწოდებ ”სად ხარ”, ამ მოვლენაზე ბატონ ქერის და ბაიდენის განცხადების არ გაკეთება ნამდვილად დამაფიქრებელია. ეს ადამიანები ტერორისტები არ არიან. ჩვეენ პოლიტიკოსები ქვეყანაში მომხდარ დანაშაულებზე პასუხისმგებლები ვართ. თქვენ თუ ჩუმად იქნებით მსოფლიოც თქვენს წინაშე დიმილს გამოყებენს”.
გაზეთი საბაჰი იტყობინება, რომ აშშ-ს ჩრდილოეთ კოროლინას შტატში მოკლული სამი მუსლიმანი ახალდაზრდის ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ნიუ იორკში გაიმართა, რომელსაც 6 ათასამდე ადამიანი დაესწრო.


გაზეთ იენი შაფაქში ყურადღებას იპყრობს სტატია სათაურით ”45 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზის დერეფანი”, რომელშიც მოყვანილია ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის განაცხადება და მასში ვკითხულობთ, რომ თურქეთი ენერგეტიკული პოლიტიკის სტრატეგიას აგრძელებს. ილდიზმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ სამხრეთის გაზის დერეფნის შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თურქეთი ამ პროექტშიც აპირებს მონაწილეობის მიღებას. მან ასევე დაამატა, რომ 45 მილიარდი დოლარის პროექტით ევროპის გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფნის მოკავშირე TANAP-ის პროექტის მშენებლობაც გათვლილ ვადებზე უფრი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

ჰურრიეთი იტყობინება რომ საერთაშორისო ენერგეტიკიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელად თურქეთის მოქალაქე ფათიჰ ბიროლი იქნა არჩეული. იგი ამ თანამდებობაზე 29 წევრი ქვეყნის ერთობლივი მხარდაჭერით იქნა არჩეული. ბიროლმა თავის განცხადებაში მადლობა გადაუხადა ყველას მისი ნდობისათვის და ხაზი გაუსვა რომ ბოლომდე გაამართლებს მათ ამ ნდობას.

ჰაბერ თურქი ჭარბწონიან ადამიანებს ახარებს, რომ სიმსუქნის გენეტიკური რუკა იქნა გამოვლენილი. მეცნიერებმა 300 ათასი ადამიანის დღემდე გამოკვლეული ყველაზე მაშტაბური დნა-ს რუკა გამოიკვლიეს. ამის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ზოგიერთი ადამიანის წონაში მომატების მიზეზის დადგენა, წერს ჰაბერ თურქი .



საბაჰი კულტურის გვერდზე მე-14 !F სტამბოლის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალზე ამახვილებს ყურადღებას და წერს რომ ფესტივალი ტიმ მარტონის ფილმით ”დიდი თვალები”-თ (Big Eyes) დაიწყო. ფესტივალი 22 თებერვლამდე გაგრძელდება. ამ ფესტივალზე კინოსმოყვარულებს ბრაზილიიდან, ინდონეზიიდან, ინდოეთიდან და მსოფლიოს სხვა 42 ქვეყნიდან 115 ფილმის ნახვის საშუალება ექნებათ. ფესტივალში ჩვენებული ფილმების ნახვა ანკარელებს და იზმირელებს შეეძლებათ 26 თებერვლიდან 1 მარტამდეს.

სტარის მიხედვით 1980 წლიდან მოყოლებული ტარდება გერმანიაში მუსიკის კრიტიკოსთა მხრიდან დაწესებული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი და გუშინ 2015 წლის ჯილდოს კანდიდატთა სია გამოაქვეყნეს, რომელთა შორის ერთერთ ყველაზე ძლიერ ფავორიტად ითვლება "Güher&Süher Pekinel und Zubin Mehta in Concert" -ს ჯგუფი, რომელშიც თურქი ძმები ფექინები შედიან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები