თურქული პრესა 11.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

216266
თურქული პრესა  11.02.2015


დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ სტარში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომელშიც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას ვკითხულობთ: ”თურქეთი სამშენებლო ინდუსტრიაში პირველ სამეულშია” განაცხადა მან და დაამატა, რომ თურქეთი მზადაა კოლუმბიის ინდუსტრიაში ინვესტიცია ჩადოს. ერდოღანს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში პირველი გაჩერება კოლუმბიაში ჰქონდა. მან აქ გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა კოლუმბიაში ინფრასტრუქტურის და ქალაქის რეკონსტრუქციაში ინვესტიციები ჩადოს. ამავე ვიზიტის ფარგლებში თურქეთსა და კოლუმბიას შორის თავდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, ტურიზმის და სხვა სფეროში ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი. ერდოღანმა თავის კოლეგა ხუან მანუელ სანტოსს EXPO 2016-ის ფარგლებში თურქეთის ქალაქ ანტალიის კანდიდატურისთვის მხარდაჭერა სთხოვა, წერს სტარი.

საბაჰი თავის ეკონომიკურ სტატიში იუწყება, რომ დიდ ოციანში შემავალი სახელმწიფოები თავიანთ ქვეყნებში ეკონომიკის უძრაობის წინააღმდეგ იბრძოლებენ. გუშინ დასრულებულ დიდ ოციანთა შეხვედრა, რომელიც სტამბოლში იმართებოდა, მათმა ფინანსთა მინისტრებმა ერთობლივ შეხვედრაზე  ინვესტიციების ზრდაზე გაამახვილეს ყურადღება. შეხვედრაზე ასევე ვიცე-პრემიერ ალი ბაბაჯანის მიერ წამოყენებულ წინადადებას რესტრუქტურიზაციის რეფორმების თაობაზე, ყველამ დაუჭირა მხარი.

ჰაბერ თურქის მიხედვით თურქეთის მთავრობამ მიიღო ახალი კანონი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების თურქეთში მუშაობას ამარტივებს. ამავე კანონით უცხოელებს რომელიმე პროფესიის დაუფლების მიზნით ერთ წლიანი განათლების მიღების უფლებაც ეძლევათ. ეს კანონი ასევე ზედიზედ რამდენიმე წლიანი მუშაობის ნებართვის შემდეგ უვადო მუშაობის უფლებასაც იძლევა. ახლა ეს კანონი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

ვათანი წერს რომ თურქეთის ავიახაზები მარტის თვიდან ახალ რეისებს ხსნის ნიგერიაში, აბუჯაში, ფილიპინების ქალაქ მანილაში, ტაივანის ქალაქ ტაიპეიში და ასე შემდეგ. აბუჯიის ავიარეისები, რომლებიც 3 მარტიდან დაიწყება, კვირაში 5 რეისი ექნება. მანილაში 30 მარტიდან დაიწყება და ფრენები კვირაში 3 დღე იქნება, ხოლო ტაიპეიში 31 მარტს დაიწყება და კვირაში 7 დღე იქნება, ვკითხულობთ ვათანში
 

იენი შაფაქი კულტურის გვერდზე მე-14 !F სტამბოლის დამოუკიდებელი ფილმების ფესტივალზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ამ ფესტივალზე სირია იქნება წინა პლანზე. ანუ ფესტივალზე ძირითადად სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის შედეგად მეზობელ ქვეყნებში თავშეფარებული სირიელი ლტოლვილების რთული და აუტანელი ცხოვრების ამსახველი ფილმები იქნება წარმოდგენილი. ეს ფესტივალი ხვალ იწყება და 22 თებერვლამდეს გაგრძელდება.

ჰურრიეთის მიხედვით თურქეთის ქალაქ გაზიანთებში ანატოლიის არქეოლოგიური მუზეუმი გაიხსნება. ამ პროექტის განსახორციელებლად, რომელიც 10 მილიონ ევროს შეადგენს, ევრიკავშირი ამ თანხის 90% გამოყოფს. ამავე ინფორმაციაში გაზეთი იტყობინება, რომ გასულ წელს თურქეთში ჩატარებულ არქეოლოგიურ გათხრებში 117 თურქი და 36 უცხოელი არქეოლოგი მონაწილეობდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები