თურქული პრესის მიმოხილვა 04.02.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

210852
თურქული პრესის მიმოხილვა 04.02.2015

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ იენი შაფაქში გამოქვეყნებული სტატიით დავიწყებთ, რომლის სახელწოდებაც გახლავთ: ”მსოფლიომ თურქეთის წარმატების შესახებ უნდა ისაუბროს”. მის მიხედვით 2016 წელს მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტს სტამბოლმა უნდა უმასპინძლოს, რომლის წინასწარი მზადებები უკვე დაწყებულია. სამიტის გენერალურმა მდივანმა ჯამილა მაჰმუდმა სირიის კრიზისთან დაკავშირებით თურქეთის ქმედებები ქებით მოიხსენია და დასძინა, რომ თურქეთის ჰუმანიტარულ კრიზთან დაკავშირებით მათი გამოცდილება უკვე დაინახეს, ხოლო სტამბოლის სამიტით კი ამას მთელი მსოფლიო უფრო უკეთესად დაინახავს.

ვათანი წერს რომ არაბები განაგრძობენ ინვესტიციების დაბანდებას თურქეთის ეკონომიკაში. ამ ინფორმაციით გასულ წელს უცხოელმა ინვესტორებმა თურქეთში მთლიანობაში 8 მილიონი კვადრატული მეტრი უძრავი ქონება შეიძინეს და აქედან 1,5 მილიონი კვადრატული მეტრი საუდის არაბეთის ინვესტორებმა შეიძინეს, რითაც გერმანელებს გაუსწრეს რა, პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. მოკლედ თურქეთში უცხოელ მოქალაქეებზე გაყიდული უძრავი ქონების 35% სპარსეთის ყურის ქვეყნებზე მოდის, იტყობინება ვათანი.

სტარში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით ”უხილავმა გემმა არაბები გააოცა”, რომელშიც წერია, რომ მთლიანად თურქი ინჟინრების მიერ აგებულმა სამხედრო საზღვაო ფლოტის ფრეგატმა ”ბუიუქადა”-მ, რომელიც რადარებისთვის შეუმჩნევადია, არაბებში დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობის უფრო უკეთესობისკენ გამყარების მიზნით ”უხილავი გემი” რეგიონის წყლებში თავშეფარებული საზღვაო მეკობრეების წინაშეც უნდა იქნას გამოყენებული. ეს თურქული ფრეგატი საუდის არაბეთის შემდეგ ქუვეითში და პაკისტანშიც ჩავა, წერს სტარი.

ჰაბერ თურქის მიხედვით თურქმა მეცნიერებმა მეტად საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. ქალაქ უშაქის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ვულკანური ქანების პარლეტის გამოყენებით ახალი ქსოვილი დაამზადეს, რომელსაც კიბოს გამომწვევი მზის სხივების 98% -ის გაფილტრვა შეუძლია. ასეთი ქსოვილი ქოლგის, ფარდის, ტანსაცმლის და სხვა ტექსტილის ნაწარმის დამზადებაში იქნება გამოყენებული.

იენი შაფაქის სპორტულ გვერდზე ვკითხულობთ: თურქეთის ცნობილ ზამთრის კურორტ ულუდაღში სნოუბორდის ვარსკვლავები ჩამოდიან. 4-10 თებერვალს ზამთრის ტურიზმის სიმბოლოდ ცნობილი ულუდაღი სნოუბორდის ტურნირს პირველად უმასპინძლებს. ადგილობრივი და უცხოელი სნოუბორდის პროფესიონალების მონაწილეობით განსახორციელებელ ტურნირზე ამ სპორტის სახეობის მოყვარულებს მათგან სნოუბორდის შესწავლის საშუალებაც ექნებათ.

მილიიეთის ცნობით ბანკების მარეგულირებელმა და მონიტორინგის ორგანიზაცია BDDK-მ ბანკი ასია გაუმჭვირვალობაში დაადანაშაულა და ამის გამო ხსენებული ბანკის წილის 63% და მმართველობაც ანაბრის სადაზღვო ფონდს გადასცა, ხოლო ამის პარალელურად პროკურატურამ ასია ბანკის ცენტრალურ ოფისში ძიება დაიწყო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები