31.01.2015 თურქული პრესა

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

203952
31.01.2015 თურქული პრესა

ვა
მიმოხილვას გაზეთ ”საბაჰ”-ით ვიწყებთ, რომელიც მკითხველის ყურადღებას ამახვილებს საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლის სიტყვებზე, რომელიც აღნიშნავს,

ტრანს-ანადოლუს გაზსადენის პროექტის (TANAP) მნიშვნელობას თურქეთისთვის. ამატებს, რომ პროექტის მშენებლობის დასრულებას ითვალისწინებენ სამ წელიწადში. საკითხთან დაკავშირებით გადაიდგა უკვე პირველი ნაბიჯები. ჩატარდა ტენდერი და შეკვეთილ იქნა მილსადენები.
თურქმენული გაზის თურქეთზე გატარებით ამ პროექტში შეტანას კი, მხარს უჭერს თურქეთიც და აზერბაიჯანიც.
გაზეთი ”ჰურრიეთ”-ი წერს შანლიურფას აქჩაკალეს რაიონში ავტო კატასტროფაში დაღუპული იაპონელი ჟურნალისტის ქაზუმი თაკაიას სიკვდილის შესახებ.
აღნიშნავს, რომ 22 წლის განმავლობაში თურქეთში მცხოვრები ჟურნალისტის სიკვდილმა დაამწუხრა, როგორც იაპონელები, ისე მთელი თურქი ხალხი.
ტერ-ორგანიზაცია IŞİD-ის გამოთქმული იდეების, რომ აქჩაკალეში გაანთავისუფლებს როგორც იორდანელ პილოტს ისე იაპონელ ჟურნალისტს ქენჟი კოტოს, მოვლენების კონტროლის მიზნით სასაზღვრო რეგიონს ეწვია იაპონიის ტელევიზია Fuji-ის კორესპონდენტი ქაზუმი თაკაია. გზაზე მომხდარ ავტო კატასტროფაში კი დაიღუპა.
თურქეთი სამძიმარს უცხადებს იაპონელ ხალხს-წერს გაზეთი ”ჰურრიეთ”-ი.
გაზეთ ”იენი შაფაკ”-ი თურქეთის სტატისტიკური ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით 2014 წელში, 25 %-ით გაიზარდა თურქული ლირის ექსპორტის პროცესში გამოყენება.
გაზეთ ”ვათან”-ის ცნობით 2014 წელში, 6,2 %-ით გაიზარდა თურქეთის ტურიზმის შემოსავალი

გაზეთ ”სტარ”-ის ცნობით, სიგარეტის აკრძალვას დაემატება ახალი მუხლები.

იტყობინება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ახალი სამოქმედო გეგმით, მიზნად ისახავს თამბაქოს პროდუქციის მოხმარების შემცირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ამ კონტექსტში გავრცელდა 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმა.
ამ გეგმით აიკრძალება სიგარეტის მოწევა დიდ სავაჭრო ცენტრებსა და კინო-თეატრების სადარბაზოებში.



საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები