თურქული პრესა 24.01.2015

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

196112
თურქული პრესა 24.01.2015




დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ საბაჰში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც აფრიკაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა ცვლილება მოახდინა თავის პროგრამაში და საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადს გადავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ამ ქვეყნის მეფის ბინ აბდულაზიზის გასვენების ცერემონიაში. ამავე სტატიით გასვენების ნამაზის დროს ერდოღანი საუდის არაბეთის ახალი მეფის სელმან ბინ აბდულაზიზის გვერდით იდგა და ერ რიადიდან იგი ჯიბუტს გადავიდა რა, დარჩენილი ადგილიდან გააგრძელა აფრიკული ვიზიტი

სტარის ცნობით დავოსში მყოფი პრემიერი დავუთოღლუმ აქ სიტყვით გამოსვლისას კვლავ გააკრიტიკა ევროკავშირი თურქეთის პოზიციის მიმართ. “ადრე გვეუბნებოდნენ, ღარიბი ქვეყანა ხართ და ტვირთად დააწვებით ევროკავშირსო, ახლა გვეუბნებიან, ძალიან ძლიერები ხართო. ჩვენ უკვე დიდად აღარ განვიცდით ამას, რადგან, მიგვიღებენ თუ არ მიგვიღებენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და სამართლის გზით სიარულს“, განაცხადა დავუთოღლუმ წერს სტარი

მილლიეთიც აშუქებს დავუთოღლუს შეხვედრებს დავოსში და წერს, რომ მას ციურიხში შეხვედრა ჰქონდა აქაურ თურქებთან და მათტა საუბარში თქვა, რომ ადრე თუ უმუშევარი თურქები გარბოდნენ ევროპაში, ახლა ძლიერი თურქეთი მზადაა მიიღოს უმუშევარი ევროპელები და მათთვის კარები ღია აქვთ

ჰურრიეთი ინტერვიუს აქვეყნებს დავოსში მყოფ თურქეთის ცენტრალური ბანკის თავჯდომარე ერდემ ბაშჩისთან, რომლის თქმითაც ისინი გააგრძელებენ საბანკო პროცენტების დაწევას, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციის დაცემას. “მე მომავალ კვირას ანკარაში სპეციალურ პრეს კონფერენციას მოვიწვევ და თურქული ლირის მომავალზე უფრო დეტალურ ინფორმაციებს მივცემ საზოგადოებრიობას“, განაცხადა ერდემ ბაშჩიმ, ვკითხულობთ ჰურრიეთში

ვათანი ამერიკული კვლევითი ცენტრების Brookings Enstitüsü და JP Morgan Chase-ს მხრიდან მომზადებულ 'Global Metro Monitor 2014' ანგარიშებს აქვეყნებს, რომელთა მიხედვითაც თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქი იზმირი ამჟამად მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ მეორე ქალაქს წარმოადგენს

ჰაბერთურქი იტყობინება, რომ კანადაში მცხოვრებმა და წარმოშობით თურქმა სკოლის მასწავლებელმა, 67 წლის ერქან გურსოიმ თავისი მხრიდან დამზადებული ნავით 10 თვის განმავლობაში შემოუარა დედამიწას და ამით მსოფლიოს ყველაზე წლოვანი მეზღვაურის ტიტული მიიღო


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები